მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები

აფეთქება რუსეთში ქალაქ ბელგოროდში

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა. 

როგორც ქალაქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს, აფეთქების შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. 

„წინასწარი ინფორმაციით ამ დროისთვის დაღუპულია სამი ადამიანი, დაზიანებულია 39 კერძო სახლი, 11 კორპუსი, ხოლო 5 სახლი დანგრეულია“, - აცხადებს გლადკოვი. 

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არის 10 წლის ბავშვი. ყველა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. 

ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  ლუკაშენკოს წარმოსახვაში თავად უკრაინას სურს ბელორუსზე თავდასხმა - Eurointegration

🔴  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზას ათობით დარტყმა მიაყენეს

🔴 „პუტინი ახალ „ფიურერად“ იქცა“ - ექსპერტი