მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა სულ მცირე 530 მილიონი დოლარი გამოიმუშავა უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გაყიდვით - გამოძიება

მარცვლეულის გატანა უკრაინიდან

„გემების გეოლოკაციების დამალვით, რუსეთმა შეძლო უკრაინიდან მინიმუმ 530 მილიონი დოლარის ღირებულების მარცვლეულის მოპარვა, რაც შეიძლება კლასიფიცირებული იყოს როგორც ომის დანაშაული“, - ამის შესახებ AP-სა და PBS-ის ერთობლივ გამოძიებაშია ნათქვამი. 

Epravda-ს ინფორმაციით, გამოძიება ეფუძნება სატელიტური სურათების ანალიზს, სასამართლოს ჩვენებებს, პოსტებს სოციალურ ქსელებში, ასევე ფერმერებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლების ჩვენებებს.

გამოძიების თანახმად,  უკრაინული მარცვლეულის ქურდობაში სამ ათეულზე მეტი გემი მონაწილეობდა. უკრაინული მარცვლეული კი რუსეთმა თურქეთში, სირიაში, ლიბანსა და სხვა ქვეყნებში გაიტანა. ამის ერთ-ერთი მაგალითია, გემ Laodicea-ს მარშრუტი.  9 ივლისს, მელიტოპოლში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჯერ ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა, შემდეგ გემი გადაიტვირთა და გეზი სირიისკენ აიღო. 

Laodicea არის ერთ-ერთია სამი გემიდან, რომელიც სირიის სახელმწიფო კომპანია Syriamar Shipping-ს ეკუთვნის. გემს 2015 წლიდან ამერიკული სანქციები ეხება. 

ამ გემებმა სულ მცირე 10 მარშრუტი შეასრულეს უკრაინის ოკუპირებული სანაპიროდან სირიაში, ლიბიასა და თურქეთში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას - საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო

🔴 გასულ წელს 316 პატიმარი მოკლეს, მიმდინარე წელს კი 90 - მასშტაბური შეტაკებები ეკვადორის ციხეებში

🔴 „ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

🔴 „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა - იაგო ხვიჩია

🔴 „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“

🔴 უკრაინელებმა კიდევ 370 ოკუპანტი გაანადგურეს - ჯამში რუსეთმა უკრაინაში 60 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა