მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთმა უარყო ნატოში გაწევრიანების შეთავაზება 1990-იან წლებში“ - ენტონო ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 1990-იან წლებში რუსეთმა უარყო შეთავაზება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ. მიუხედავად აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის არაერთგზის წინადადებებისა.

„1990-იან წლებში ისინი ნამდვილად საუბრობდნენ ამაზე (რუსეთის ნატოში შესვლის შესახებ). რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ეს არ იყო ის, რისი გაკეთებაც მათ სურდათ“ - განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავდაცვითი ალიანსის არსი არ არის თავდასხმა რუსეთზე ან რომელიმე სხვა ქვეყანაზე.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, ქვეყნები იკრიბებიან იმისთვის, რომ დარწმუნდნენ, რომ თუ ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხმებიან, ყველა სხვა მოვა და დაიცავს მას. ის არ დაესხმება რუსეთს. ის არ აპირებს შეტევას რუსეთზე“, - აღნიშნა ბლინკენმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება“ - სერგეი შოიგუ

👉 🎥 მეორე მარიუპოლი: რუბეჟნოემ გაიზიარა მარიუპოლის ბედი, სამრეწველო ქალაქი მიწასთანაა გასწორებული - სერგეი გაიდაი

👉 დანაკარგების გამო რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შშმ პირთა მობილიზებას ახდენენ - უკრაინის უშიშროების სამსახური

👉 „გვაქვს შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს იარაღის მოწოდება“ - უკრაინის ელჩი გერმანიაში ოლაფ შოლცს აკრიტიკებს