მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთის საკონსულო უკრაინაში

რუსეთის საკონსულოს დიპლომატებს უკრაინის ტერიტორიის დატოვება დაევალათ. ამის შესახებ New York Times-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყარო ირწმუნება, რომ 5 იანვარს უკრაინა 18-მა ადამიანმა, ძირითადად რუსი დიპლომატების შვილებმა და ცოლებმა დატოვეს. კიდევ 30-მდე ადამიანმა დატოვა რუსეთის საელჩო კიევში და საკონსულო ლვოვში მომდევნო დღეებში.

ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებით, მათ იცოდნენ აღნიშნულის შესახებ. 

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა ემზადებოდა მათი ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის უკრაინაში რუსეთის საელჩოდან დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის საელჩოების შემცირება შესაძლოა, იყოს ნაწილობრივ მომზადება მოსალოდნელი კონფლიქტისთვის, ან ნაწილობრივი ხრიკი, ან სამივე სცენარი ერთდროულად. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუბლიკაციაზე კომენტარის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩო კიევში ნორმალურად მუშაობს.