მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში მშენებარე საბრძოლო ხომალდზე ხანძარი მოხდა

ხანძარი რუსეთში მშენებარე ხომალდზე

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში „20385" პროექტის მშენებარე საბრძოლო ხომალდზე ხანძარი მოხდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ხანძარს სირთულის მაქსიმალური კატეგორია მიენიჭა. ცეცხლი 800 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ცეცხლთან ბრძოლაში 168 ადამიანი და 42 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა.

ხანძარი ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე დაიწყო და მისი ლოკალიზება მხოლოდ საღამოს 11 საათისთვის გახდა შესაძლებელი.

დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრეა.

მშენებარე კორვეტზე შეიარაღება დამონტაჟებული არ ყოფილა. პროკურატურამ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შემოწმება დაიწყეს.