მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საკმარისია თუ არა ომიკრონის დასადგენად ცხვირიდან ტესტის აღება - ექსპერტების განმარტება

ომიკრონის ტესტის აღების ახალი წესები

კორონავირუსის ომიკრონის შტამის სწრაფად გავრცელების გამო, სულ უფრო აქტუალური ხდება სწრაფი ტესტის ჩატარება. ექსპერტები ხსნიან, თუ როგორ უნდა იყოს აღებული სინჯები და როგორ უნდა მოხდეს ომიკრონის გამოვლენა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ომიკრონი, პირველ რიგში, პირში ვრცელდება და მისი აღმოჩენა ნერწყვის ანალიზის შედეგად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ცხვირს, იქ ვირუსი უფრო გვიან აღწევს, შესაბამისად ინფიცირების საწყის სტადიაზე ცხვირიდან სინჯის აღებით ომიკრონის არსებობა შეიძლება ვერ დადგინდეს.

აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ PCR ტესტით, რომელიც 29 ადამიანს ნერწყვის ანალიზით ჩაუტარდა, ვირუსი 3 დღით ადრე გამოუვლინდა, ვიდრე ცხვირიდან აღებული სინჯით. 

როგორც წესი, სწრაფ ტესტებს ნაკლები რეაქცია აქვს, შესაბამისად მის მიერ დადებითი პასუხის შემთხვევაში ის პრაქტიკულად 100%-ს შეადგენს.  ანტიგენი ანუ სწრაფი ტესტი, პანდემიასთან ბრძოლაში დიდ როლს ასრულებს, რადგანაც ომიკრონის გავრცელების გამო PCR ტესტებზე ამჟამად ძალზე დიდი მოთხოვნაა.

ბოლო კვლევების შედეგად ამერიკელი ექსპერტები ურჩევენ ექიმებს, რომ ტესტის დროს სინჯი ჯერ ყელიდან აიღონ და მხოლოდ შემდეგ ცხვირიდან.

რაც შეეხება სხვა ქვეყნის ექსპერტებს, იქ წესები სხვადასხვანაირია. ასე, მაგალითად, ისრაელში ექსპრეს ტესტის ანუ სწრაფი ტესტის ჩატარების დროს აუცილებელია სინჯის აღება ყელიდანაც და ცხვირიდანაც. 

ამავე თემაზე:

📢 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი - სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?