მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებლის რეკორდი დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა, რაც გამოწვეულია „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი სისტემა დაინერგა.

ახალი სისტემის მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები PCR ტესტებს აბარებენ, დანარჩენი პაციენტები კი ანტიგენ ტესტებს. მთავრობამ, ასევე, 10-დან 7 დღემდე შეამცირა სავალდებულო იზოლაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც აცრილი იყო.

„ომიკრონი“ გახდა დომინანტური ვარიანტი სამხრეთ კორეაში გასულ კვირას და ყოველდღიური რიცხვები შეიძლება გაორმაგდეს.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია კრიტიკულად დაავადებული პაციენტებისა და სიკვდილიანობის შემცირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კიმ ბუ-კიუმმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი