მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერბეთმა რუსეთის სამხედრო ბაზების მის ტერიტორიაზე განთავსებაზე უარი თქვა - რუსული მედია

სერბეთი

„სერბეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსებაზე  უარი თქვა და გადაწყვიტა, რომ ნატოსთან თანამშრომლობა გააფართოოს“, - ამის შესახებ რუსული მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 
 

წყაროებმა რუსულ გამოცემას განუცხადეს, რომ სერბეთმა რუსული სამხედრო ბაზის ქვეყანაში განთავსების იდეაზე უარი თქვა და ნატოსთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გასულ კვირას სერბეთში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ბოცან-ხარჩენკომ რუსული სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ განცხადება გააკეთა.

„სერბეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნა ამ ქვეყნის სუვერენული საქმეა, პლუს ეს თავად რუსეთის ინტერესების საკითხია“, - აცხადებდა დიპლომატი.

მიუხედავად ამისა, ახლახან სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არავის სამხედრო ბაზა არ სჭირდება.

„სერბეთი შეინარჩუნებს სამხედრო ნეიტრალიტეტს და მოკავშირეებთან ურთიერთობებს. სერბეთი საკუთარ თავზე თავად იზრუნებს“, - განაცხადა სერბეთის ლიდერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პოროშენკო: კონტრშეტევისა და გამარჯვების გარდა სხვა ამოცანები არ გვაქვს

✔️ ჩვენი ჯარისკაცები ღირსეულად იბრძვიან, ნათლად ასრულებენ ყველა დასახულ ამოცანას და ეტაპობრივად „ათავისუფლებენ“ დონბასს - პუტინი  

✔️ როგორია სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ცნობილი ნოველისტის აგენტის განმარტება

✔️ „ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის