მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შოლცი აცხადებს, რომ პუტინთან პირად საუბრებში კრემლის ლიდერი თავაზიანი ადამიანია და ერთმანეთს სახელით მიმართავენ

ოლაფ შოლცი და ვლადიმერ პუტინი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ ელის უკრაინაში რუსული აგრესიის სწრაფ დასრულებას.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება, ყველაფერი მაშინვე ნორმას არ დაუბრუნდება. არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა ომის დასასრულებლად“, - აცხადებს ოლაფ შოლცი. 

ოლაფ შოლცის თქმით, სამართლიანი მშვიდობის წინაპირობა იქნება ის, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. 

ამასთან, გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა ომის გრძელვადიან შედეგებზე.

კანცლერმა თქვა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

„ეს არის ხანგრძლივი საუბრები, ხან გერმანულად, ხან თარგმანებით. დიახ, პუტინი თავაზიანი ადამიანი იყო ამ საუბრებში. ჩვენ ერთმანეთს სახელით მივმართეთ“, - თქვა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

🔴 ISW-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინმა პუტინს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების უფრო თავშეკავებული ხედვა შესთავაზა

🔴 ომის ფონზე, რუსეთი ფარულ მობილიზაციას ახორციელებს - უკრაინული მხარე

🔴 ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებული შტატები სკეპტიკურად არის განწყობილი პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრის მიმართ

🔴 იაპონიის პრემიერი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა

🔴 თეთრი სახლი სი ძინპინს მოუწოდებს, პუტინზე ზეწოლა განახორციელოს