მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთის ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა

შვედეთის ახალი პრემიერი

შვედეთის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ქალმა დაიკავა. პრემიერი 54 წლის მაგდალენა ანდერსონი გახდა. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ანდერსონს პარლამენტმა მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც მას და მემარცხენე პარტიას შორის გარიგება შედგა. ახლად დამტკიცებულ პრემიერს საკმაოდ სერიოზული საპარლამენტო კრიზისის მოგვარება მოუწევს, რადგანაც საკანონმდებლო ორგანო მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს.

სწორედ მემარცხენეებთან გარიგების გამო ანდერსონს ცენტრისტები მხარს არ უჭერენ. „ვერ დავუჭერთ მხარს იმ მთავრობას, რომელიც მარცხნივ ასე არის გადახრილი“ განუცხადა ჟურნალისტებს შვედეთის ცენტრისტული პარტიის ლიდერმა ენი ლუფმა.

მაგდალენა ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრი იყო. ახლა კი მას სერიოზული პრობლემების მოგვარება მოუწევს, მათ შორის რომლებიც წინა მთავრობისგან მემკვიდრეობით ერგო.