მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გადადგომის შემდეგ თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი

შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დანიშვნიდან რამდენიმე საათში გადადგა, თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

ახალ კენჭისყრაზე დეპუტატებმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს მაგდალენა ანდერსონს მხარი დაუჭირეს. 

ანდერსონი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 25 ნოემბერს გადადგა მას შემდეგ, რაც მისი კოალიცია დაიშალა.

54 წლის პოლიტიკოსმა გადადგომა გადაწყვიტა, რადგან პარლამენტმა მის მიერ შემუშავებულ ბიუჯეტის გეგმას მხარი არ დაუჭირა. ამის ნაცვლად, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების ჯგუფის მიერ შედგენილ ბიუჯეტს, მათ შორის ულტრამემარჯვენე შვედ დემოკრატებს.

მწვანეთა პარტიამ განაცხადა, რომ არ მიიღებს ულტრამემარჯვენეების მიერ შემუშავებულ ბიუჯეტს და დატოვა მთავრობა, რამაც მისი დაშლა გამოიწვია.

დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქალბატონმა ანდერსონმა თქვა, რომ მზად იყო შვედეთის წინ წაეყვანა პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია კეთილდღეობაზე, კლიმატის ცვლილებასა და დანაშაულთან ბრძოლაზე.