მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სირიელმა მეამბოხეებმა არ იცოდნენ, რომ მოკლული ერაყელი „ბოევიკი“ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იყო - AP NEWS

ისლამური სახელმწიფოს ლიდერი მოკლეს

„როდესაც ოქტომბრის შუა რიცხვებში სირიელი მეამბოხეები თავს დაესხნენ თავშესაფარს სამხრეთ სირიის სოფელ ჯასემში, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ოპერაციაში მოკლული „ბოევიკების“ მეთაური ისლამური სახელმწიფოს ლიდერი იყო“, - ამის შესახებ  „ასოშიეთიდ პრესი“ „აისისის“კიდევ ერთი ლიდერის აბუ ალ-ჰასან ალ-ჰაშიმი ალ-ყურაშის ლიკვიდრებასთან დაკავშირებით იტყობინება. 

გამოცემა წერს, რომ ოპერაცია ორი დღე გაგრძელდა. 14 ოქტომბერს დედაქალაქ დამასკოს გარეუბანში დაიწყო, ამ თავდასხმას 18 სირიელი ჯარისკაცი შეეწირა და სულ მცირე 27 დაიჭრა.

დაჯგუფების ლიდერის ბოლო ლიკვიდირება ცხადყოფს, რომ ისლამური სახელმწიფოს სამივე ხელმძღვანელი ერაყელი იყო და ისინი სირიის ტერიტორიაზე მოკლეს. 

გამოცემა იტყობინება, რომ ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომლებსაც ორგანიზაცია ადრე აკონტროლებდა. 

ცოტა რამ იყო ცნობილი ალ-ყურაშის შესახებ, რომელმაც ჯგუფის ხელმძღვანელობა მისი წინამორბედის, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურეიშის გარდაცვალების შემდეგ აიღო. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის დამფუძნებელი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ამერიკელებმა 2019 წლის ოქტომბერში იდლიბში მოკლეს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  „ასეთ დროს ადამიანმა მხოლოდ ორ რამეზე უნდა იფიქროს“ - ალექსანდრე გოგინავა ვირუსის ე.წ. შემობრუნებაზე განმარტებას აკეთებს

🔴 მიხაილ მიშუსტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქმედებები მსოფლიო ვალუტების მიმართ ნდობას ძირს უთხრის

🔴 ჰაიტიში 12-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავ სახლს ცეცხლი წაუკიდეს - Associated Press

🔴 ვიაჩესლავ ვოლოდინი ე.წ. პირველი ოფიციალური ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

🔴 ისინი ჩვენი ხალხია, მათ რუსეთთან მიერთების სარგებელი უნდა იგრძნონ - პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაზე