მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი და თურქეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებებს გამართავენ

ნიკოლ ფაშინიანი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი

14 იანვარს მოსკოვში თურქეთი და სომხეთი მოლაპარაკებების პირველ რაუნდს გამართავენ, რომელიც მიზნად ურთიერთობების ნორმალიზებას ისახავს, - ამის შესახებ Reuters-ი.

თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 იანვარს განაცხადა, რომ ნორმალიზების მისაღწევად სომხეთს კარგი კავშირის დამყარება აზერბაიჯანთანაც სჭირდება.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში თურქეთსა და სომხეთს დიპლომატიური ან კომერციული კავშირები არ აქვთ. მოლაპარაკებები 2009 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ კავშირების აღდგენის პირველი მცდელობაა. 

მეზობლებს უთანხმოება აქვთ სხვადასხვა საკითხზე, პირველ რიგში, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონი სომხის დახოცვაზე. 

სომხეთი აცხადებს, რომ 1915 წლის მკვლელობები გენოციდს წარმოადგენს. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები ბევრი სომეხი დაიღუპა, თუმცა უარყოფს, რომ მკვლელობები გენოციდს წარმოადგენს. 

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ანკარამ მხარი აზერბაიჯანს დაუჭირა და სომხური ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციაში დაადანაშაულა. 

დაკეტილი საზღვრების გამო, თურქეთსა და სომხეთს პირდაპირი სავაჭრო გზები არ აქვთ. არაპირდაპირი ვაჭრობა მცირედით გაიზარდა 2013 წლიდან, მაგრამ 2021 წელს მხოლოდ 3,8 მილიონი დოლარი შეადგინა.