მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთში კოვიდინფიცირების 360 შემთხვევა დადასტურდა

კორონა  სომხეთი

სომხეთში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას armenpress-ი ავრცელებს. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 61 პირი გამოჯანმრთელდა. 

რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას, მათი რიცხვი ქვეყანაში 348 145 შეადგენს, ჯამში გარდაცვლილია 8022 ადამიანი, ხოლო 333 716 პირი გამოჯანმრთელდა.