მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

უკრაინის ელჩი იაპონიაში სერგეი კორსუნსკი

უკრაინის ელჩმა იაპონიაში სერგეი კორსუნსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების ალბათობა ძალიან დაბალია. 

მისი თქმით, თავდასხმის შემთხვევაში უკრაინული არმია მზადყოფნაშია. 

„მე მჯერა, რომ სრულმასშტაბიანი ომი ძალიან, ძალიან, ძალიან რთულად მოსალოდნელია, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ლოკალური კონფლიქტი. თუ სამხედრო კონფლიქტამდე მივალთ, გეტყვით, რომ ჩვენი ჯარი ძალიან კარგად არის მომზადებული.

თუ ომი მოხდება, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ეს იქნება ომი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც 15 ბირთვული რეაქტორი აქვს. თუ მთელი ეს ინფრასტრუქტურა განადგურდება, უკრაინა აღარ იარსებებს, აღარ იარსებებს ცენტრალური ევროპა და ალბათ, დასავლეთ ევროპაც დაზარალდება“, - განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ