მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სთხოვა თუ არა სი ძინპინმა პუტინს უკრაინასთან ომზე არ წასულიყო?

რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები

Bloomberg-ი პეკინში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სთხოვა თებერვალში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო უკრაინას თავს არ დაესხას. 

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებმა ექსპერტებს ჰკითხეს, თუ როგორ არის შესაძლებელი ასეთი ვითარება, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად.

პოლიტოლოგები, ჩინელი და სამხედრო ექსპერტები ეჭვობენ, რომ ეს სი ძიპინის მოთხოვნა იყო, მაგრამ თანხმდებიან, რომ ჩინეთი არ აპირებს რუსეთის მხარდაჭერას უკრაინასთან კონფლიქტში. 

მათი აზრით, ნებისმიერი ომი, რომელშიც რუსეთი მონაწილეობს, უაღრესად არასასურველია ჩინეთისთვის. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ თუ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი გაზაფხულამდე დიპლომატიურ დონეზე ვერ მოგვარდება, სამხედრო ქმედება გარდაუვალია.

ამასთან, პეკინში ანონიმურ დიპლომატზე დაყრდნობით, ბლუმბერგი წერს, ჩინეთის მთავრობა შიშობს, რომ რუსეთის სამხედრო ქმედება უკრაინაში ოლიმპიადას საერთაშორისო მასშტაბით დაჩრდილავს. 

„სი ძინპინს სურს გააძლიეროს თავისი ავტორიტეტი სახელმწიფოს მეთაურის მესამე ვადით, რის გამოც ზამთრის ოლიმპიური თამაშები მისთვის ასე მნიშვნელოვანია. ჩინეთის ლიდერს შეეძლო ეთხოვა პუტინისთვის, რომ უკრაინას არ დაესხას“, - იტყობინება Bloomberg-ი. 

აღსანიშნავია, რომ პეკინის ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თამაშების გახსნას 4 თებერვალს ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით დაესწრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იმავე დღეს, რუსეთის პრეზიდენტი და სი ძინპინი გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴„თუ რუსეთი SWIFT-დან გაითიშება, ევროპული ქვეყნები რუსულ გაზსა და ნავთობს ვეღარ მიიღებენ“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს