მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

ერდოღანი ქაბულის აეროპორტზე

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

ერდოღანის თქმით, თურქეთს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობა უნდა და ამ საკითხს იგი თავის რუს კოლეგასთან ხშირად განიხილავს.

„ამ მოლაპარაკებების გამართვით უკრაინასთან და ბატონ პუტინთან, ღვთის ნებით, ჩვენ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ პრობლემის მოგვარებაში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. 

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ერდოღანის შეთავაზების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს