მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ძლიერი ქარიშხალია - არის მსხვერპლი (ვიდეო)

თურქეთის სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის სტამბოლს, ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა და არის ნგრევა. 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სტამბოლის ესენიურთის რაიონში ქარიშხლის შედეგად სახლის ჩამოვარდნილი სახურავი დედა-შვილს დაეცა, რომელთაგან ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვი დაშავდა.

სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქალაქში დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე. დაშავებულია ცხრამეტი ადამიანი, რომელთაგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქარიშხალმა საათის კოშკიც დაანგრია.

სტამბოლის მუნიციპალიტეტის ცნობით, ქარმა დააზიანა 33 სახურავი, ამოძირკვა 192 ხე, ჩამოაგდო 52 შუქნიშანი, დააზიანა საგზაო ნიშნები და 12 მანქანა.