მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა რუსეთისთვის მეორე ავღანეთი გახდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ის იქნება ჩათრეული ავღანეთის მსგავს კონფლიქტში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

„კრემლმა ისტორიიდან გაკვეთილი ვერ გამოიტანა. უკრაინაში შეჭრა რუსეთს საშინელ ჭაობში ჩაითრევს და ის ავღანეთში საბჭოთა ჯარის შესვლის ან ჩეჩნეთის კონფლიქტის მსგავსი იქნება“, - განაცხადა ტრასმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს.

ტრასმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გონს მოეგოს და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე უარი თქვას, ვიდრე „უდიდესი სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვა“.

მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მომავალშიც უკრაინას მხარს დაუჭერს.

„ის, რაც აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მთელი მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის გარშემო არსებულ კრიზისს უფრო ფართო კონფლიქტის ნაწილი უწოდა ლიბერალურ დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის. 

იხილეთ დაგაინტერესებთ:

🔴 იმედი გვაქვს, რომ საქართველო წარსულის გაკვეთილებზე ისწავლის - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

🔴 „უკრაინა ვაჭრობის საგანი არ არის“ - ენტონი ბლინკენი

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება