მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში აშშ-მა საბრძოლო მასალების დიდი პარტია ჩაიტანა

საბრძოლო მასალების პარტია უკრაინაში

აშშ-მა უკრაინაში 80 ტონა საბრძოლო მასალები ჩაიტანა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ეს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული დახმარების მეოთხე პარტიაა. დახმარების პაკეტის  საერთო რაოდენობა 60 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

გადაწყვეტილება სამხედრო დახმარების თაობაზე აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის დროს იყო მიღწეული.

ეს ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების პარალელურად გავრცელდა. 14 ნოემბერს პრორუსი სეპარატისტების მიერ გამოშვებული ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფება. ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  უკრაინელი სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან  

🔴  პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს სასაზღვრო ჯებირების განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებს