უცხოეთი

უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა - BBC

უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა
1642918468
დაკოპირებულია

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. 

ქეი-აჰიმ შონბახმა განაცხადა, მოსაზრება, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა სურს, სისულელეა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც პუტინს უნდა, არის პატივისცემა.

ვიცეადმირალის ამ განცხადებებს მალევე გაემიჯნა ოფიციალური ბერლინი და  თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ეს კომენტარები გერმანიის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენდა.

ინდოეთში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმს ვერასდროს დაიბრუნებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შენბახის კომენტარებს „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა. დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გერმანიის პოზიციამ პუტინი თავდასხმისკენ წაახალისა.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა 2021 წლის ნოემბრიდან უკრაინის საზღვართან ათიათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.

დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

2022 წლის 21 იანვარს ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. რუსეთი კვლავ მოითხოვს დასავლეთისგან ე.წ. „უსაფრთხოების გარანტიებს“, რომლის ძირითადი პუნქტი ნატოში ახალი წევრების მიღებაზე უარია. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინას თანადგომას უცხადებს

🔴  უკრაინა რუსეთისთვის მეორე ავღანეთი გახდება - ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

🔴  „რუსეთს შეუძლია ხარკოვის ოკუპაციაც სცადოს“ - ზელენსკი