უცხოეთი

უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ

ოლიმპიური კომიტეტის დროშა
1643097690
დაკოპირებულია

უკრაინელ სპორტსმენებს, რომლებიც პეკინის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ, ურჩევენ, რომ ისინი რუსი სპორტსმენების და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის დროშის გვერდით არ დადგნენ. ამის შესახებ უკრაინის ახალგაზრდების და სპორტის მინისტრმა ვადიმ გუტცაიტმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.  

გარდა ამისა, უკრაინის სპორტის სამინისტრო ურჩევს სპორტსმენებს, რომ მათ ინტერვიუები რუსულ ენაზე არ მისცენ.

ამ ინფორმაციამ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრმა, ყოფილმა მოციგურავემ ირინა როდნინამ განაცხადა, რომ უმჯობესია, თუ უკრაინა ამ თამაშებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს“.

გასული წლის ნოემბრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები გამწვავდა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების განათავსა, რაც, დასავლეთის ქვეყნების დაზვერვის აზრით, ახალი აგრესიისთვის მზადებას შეიძლება ნიშნავდეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეთავაზება უარყო

🔴  8 500 ჯარისკაცი მზადყოფნაშია აღმოსავლეთ ევროპაში შესაძლო განლაგებისთვის - პენტაგონის სპიკერი

🔴  „ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ჩვენი ჯარისკაცები საუკეთესოები არიან, ისინი გვიცავენ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  „რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრა დამანგრეველი, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება“ - ბორის ჯონსონი