მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელი სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან

უკრაინელი სამხედროების განცხადება

უკრაინის 61-ე ქვეითთა ბრიგადის სამხედროები ბელარუსიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათი განადგურებით იმუქრებიან. „უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ მათ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერეს. 

„61-ე ბრიგადის ქვედანაყოფები ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ. ვერცერთი მიგრანტი ან პირები, რომლებიც თავს მიგრანტებად ასაღებენ,  უკრაინის ტერიტორიაზე ვერ მოხვდებიან. მათ ჩვენი ქვედანაყოფები უბრალოდ გაანადგურებენ“, - წერს 61-ე ბრიგადის პრესსამსახური.

მანამდე უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ ბელარუსის მხრიდან უკანონო მიგრანტების გადმოსვლის შემთხვევაში მათ უკან დააბრუნებენ. უკრაინის უშიშროების სამსახურის მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მიგრანტებს ცეცხლს არ გაუხსნის.

ბოლო თვეებში ბელარუსი-პოლონეთის საზღვართან ათასობით მიგრანტი შეგროვდა, რომლებიც ევროკავშირში გადასვლას ცდილობენ. პოლონეთი და ევროკავშირი ბელარუსს მიგრაციული კრიზისის ხელოვნურ შექმნაში ადანაშაულებენ.