უცხოეთი

უმდიდრესმა რუსებმა წლის დასაწყისიდან 90 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - Bloomberg

რუსი ოლიგარქების დანაკარგი
1664875997
დაკოპირებულია

„100 უმდიდრესმა რუსმა 2022 წლის დასაწყისიდან 93,6 მილიარდი დოლარი დაკარგა, ყველაზე დიდი დანაკარგი კი რუსმა ოლიგარქმა ვიქტორ ვექსელბერგმა განიცადა“, - ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემების მიხედვით ირკვევა.

ამგვარად, 2022 წლის 1-ელი სექტემბრის მდგომარეობით, ვიქტორ ვექსელბერგის ქონება 11,2 მილიარდი დოლარით შემცირდა და 7,24 მილიარდი დოლარი შეადგინა. მონაცემების მიხედვით ეს არის ყველაზე მასშტაბური კლება. 

ბოლო დრომდე ის რუსეთში გავლენიან და მდიდარ ადამიანებს შორის მე-8 ადგილს იკავებდა. ვექსელბერგი რენოვა კონგლომერატის დამფუძნებელი და Rusal-ის აქციონერია. 

რუსი ოლიგარქები, რომლებმაც დიდძალი თანხები დაკარგეს 👇

✔️ ალექსეი მორდაშოვი, რომელმაც 9,78 მილიარდი დოლარი დაკარგა, მისი ქონება 19,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა

✔️ Novatek-ის გაზის მწარმოებელი გენადი ტიმჩენკო, რომელმაც დაკარგა 9,66 მილიარდი დოლარი

✔️ NLMK-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლისინი, რომლის ქონება 9,12 მილიარდი დოლარით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი რუსი ოლიგარქია, რომელიც დასავლეთის მიერ არასანქცირებულია 

✔️ რომან აბრამოვიჩმა, Evraz-ის სამთო და მეტალურგიული ჰოლდინგის აქციონერმა, დაკარგა 8,26 მილიარდი დოლარი. მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებით აბრამოვიჩის ქონება 9,74 მილიარდ დოლარად არის შეფასებული