პოლიტიკა

გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა

გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
1601385072
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებს და პანდემიასთან გამკლავების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ ამ კუთხით მიღწეული წარმატება. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 3 ძირითადი პრიორიტეტი დაისახა - დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება. ქართული მხარის შეფასებით, საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ევროპის ალტერნატიული სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციების ცენტრის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის სტატუსით. ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურად დაკავშირების მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების მოძიებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს 31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმა, რომლის მიზანიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებს ევროპული სტრუქტურების რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათი უსაფრთხოების სტანდარტების სრულ დაცვას კი საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.

საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და მზადაა ამ მიმართულებით მეტი წვლილის შესატანად. ხაზი გაესვა საქართველო -ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგს, როგორც უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან კომპონენტს.

„მხარეებმა ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დეტალურად ესაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ე.წ ბორდერიზაციის პროცესსა და საოკუპაციო ხაზზე ე.წ გადასასვლელების დახურვის შედეგად შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარი ასევე შეეხო კიბერუსაფრთხოებას, რაც თანამედროვე სახელმწიფოების წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე, ხოლო ერთ-ერთი ბოლო შეტევისას ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. გიორგი გახარიას განცხადებით, წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და რისკები იზრდება, ამიტომ კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„სააკაშვილი გლდანის ციხეში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას ითხოვს“ -...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
24 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიცდღეს მოქმედებდა, 3.0794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებით 0.31 თეთრი შეადგინა.
1643029759
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი აპირებს, რომ უკრაინას 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტი შესთავაზოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1643029419
საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. 
1643032164
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროში ვიზიტის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
1643031889
სოფლის განვითარების სააგენტოს ლოგო

სოფლის განვითარების სააგენტო, პირველი თებერვლიდან, „საპილოტე რეგიონები...

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - იმერეთში, კახეთში,  გურიასა  და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში,  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, დაფინანსდება  ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.
გურჯაანში კაცი ბრმა ტყვიას ემსხვერპლა
გურჯაანში, კოლაგის ტყეში ბრმა ტყვიას კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სანადიროდ წასული ორი პირიდან ერთ-ერთმა თანასოფლელი შემთხვევით გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა.
პრემიერ-მინისტრმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომა გახსნა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება...
„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში. აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.