პოლიტიკა

1679516668

მოსკოვი ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოს...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ მოსკოვის პრინციპული პოზიცია გააცნო. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იტყობინება.როგორც TASS-ი იტყობინება, მოლაპარაკებები არამოტივირებულად გაუქმდა და გადაიდო.„რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვალდებულება, გადაჭრას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი ამოცანის - სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამიერკავკასიის რეგიონში, რასაც მოსკოვი საქართველოს მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების მოპოვებით ხედავს, ასევე ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციის პროცესის დაწყებით, მათი შემდგომი დემარკაციის გზით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი, გაეროს წარმომადგენელი ჯიჰან სულთანოღლუ და ეუთოს თანათავმჯდომარე ვიორელ მოშანუ. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 აქციაზე დავინახეთ, რომ ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი შესტვენის და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გარეშე პროცესს ვერ უძღვება - ჩერგოლეიშვილი👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა👉 პრაქტიკულად ხელები დაიბანა სააკაშვილის მდგომარეობაზე - ბადრი ჯაფარიძე „ვივამედის“ განცხადებაზე👉 ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - სანიკიძე მმართველ ძალას👉 „მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“
1679515009

აქციაზე დავინახეთ, რომ ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი შესტვენის და შეურაცხ...

„ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სპექტრს ხალხთან ერთიანობის პრობლემა აქვს. როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, თუ არ შეიცვალა პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის ურთიერთობა, შეუძლებელი იქნება ამის წარმატებულ მაგალითად გარდაქმნა. „ზოგადად სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ან მარგველაშვილი ან მე ან გიგა ბოკერია ან მიშა სააკაშვილი მოვუწოდებთ საზოგადოებას, საზოგადოება ჩვენ დაგვემორჩილება და გაერთიანდება. ჩვენი პრობლემა არ არის მარგველაშვილთან და ვაშაძესთან ერთიანობა. ისედაც ვხვდებით ჩვენ ერთმანეთს. ქვებს არ ვესვრით ერთმანეთს. ჩვენ ხალხთან ერთიანობის პრობლემა გვაქვს, რაც ამ აქციებმა აჩვენა. რეალურად ჩვენ არ ვართ ერთიანი ჩვენს ამომრჩეველთან. ეს ხალხი კი მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს, მაგრამ გაყოფილია სტატუს-კვოდ და ანტი სტატუს-კვოდ. თითქმის 70% მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს თავისი ინტერესების გამომხატველი პარტია. ჩვენ აქციაზე დავინახეთ, რომ ვერ უძღვება ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ხალხისგან შესტვენის და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გარეშე. ეს არის პრობლემა, ეს თუ არ შეიცვალა, პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის შეუძლებელი იქნება ამის წარმატებულ მაგალითად გარდაქმნა. კი ხშირად ახსენებენ „მაიდანს“, კი გვინდა, რომ დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ისე, რომ ადამიანები არ დაიხოცონ და ეს არის ჩვენი ამოცანა. ერთია, როცა თავისუფლებას გართმევენ რაზე წახვალ. ჩემს თავს აქციაზე გახვევდე და სტვენით ჩამოსაგდები ვხდებოდე, ეს არის უზრდელობა. გადავწყვიტეთ ზრდილობიანად მოვიქცეთ. ამხელა ხიდჩატეხილობას თავისი მიზეზები აქვს. დემოკრატიაში იმპულსი მოდის ქვემოდან ზემოთ. ხალხს უკეთეს ცხოვრებაზე უნდა ელაპარაკო. ჩვენი სპექტრი ამაზე არ ლაპარაკობს. ჩვენი სპექტრის დღის წესრიგში ეს ხალხი არ ჩანს“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი. ასევე დაგაინტერესებთ: 👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა👉 პრაქტიკულად ხელები დაიბანა სააკაშვილის მდგომარეობაზე - ბადრი ჯაფარიძე „ვივამედის“ განცხადებაზე👉 ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - სანიკიძე მმართველ ძალას👉 „მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“
1679514752

„სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა, რომელიც შეიფარა ზოგიერთმა ევ...

„საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მისი შემოპარვით,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც შეიფარა ზოგმა ევროპელმა მეგობარმა და ამიტომაც, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ადამიანები ნაცვლად მოწოდებისა და რეზოლუციების მიღებისა, ბოდიშს უნდა უხდიდნენ ქართველ ხალხს.„სინამდვილეში ყველაზე დიდი მეგობარი მიხეილ სააკაშვილის დღეს არიან ექიმები და ქართული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ მან უარი თქვას თვითდაზიანებაზე და იყოს ჯანმრთელი. ის მეგობრები, რომლებიც მას ამისკენ უბიძგებენ, იგივე მეგობრები არიან, რომლებიც მას, როგორც დამნაშავეს იფარავდნენ ევროკავშირში.სისხლის სამართლის დამნაშავე ადამიანი, ყველამ რომ იცოდა, წყალი არ გასდის ამ ბრალდებას, 2018 წლიდან უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც იყო. 2019, 20, 21 წლები დადიოდა ევროპაში, ბრიუსელში, სტრასბურგში... ხალხი, რომელიც სააკაშვილი საქართველოში შემოპარვამდე სამი დღით ადრე მას სემინარებს უწყობდა და იწვევდა როგორც სტუმარს, ის ხალხი დღეს რომ რამეს ლაპარაკობს პრეტენზიებით, ხალხი, რომელმაც ქართველი ხალხის წინაშე დააშავა, სწორედ იმით, რომ მფარველობდნენ მას და უბიძგებდნენ, რომ თავში ეს აზრები გაევლო, შემოპარულიყო საქართველოში, აერია აქ ქვეყანა, და ღმერთმა უწყის, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური და რომ არ მოეხდინათ მისი დროული დაკავება, რა გვექნებოდა დღეს ქალაქში, ქუჩებში, რა არეულობა, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ავტომატი გავარდებოდა ამ ქვეყანაში. საქართველო გადაარჩინა ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა. საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს თავისი შემოპარვით,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1679513886

„დროას“ აქვს ყალბი ენჯეო და ფინანსდება „ევროპის დემოკრატიის“ ფონდიდან,...

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია „დროას“ უკანონო ენჯეო აქვს და „ევროპის დემოკრატიის“ ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ის ევროპარლამენტარები აკონტროლებენ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს მფარველობენ.პაპუაშვილის თქმით, ფონდის საქმიანობა დაფარულია და არავინ არ იცის, საქართველოში რას აფინანსებს.„ამით მათ უარი ათქმევინეს აქციის მონაწილეებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების ნაწილს იმაზე, რომ გაეგოთ, თურმე პარტია „დროას“ აქვს ყალბი ენჯეო და ამით იღებს უცხოურ დაფინანსებას. თურმე „გირჩს“, ანა დოლიძეს და სხვა პარტიებს აქვთ ყალბი ორგანიზაციები, რომლითაც ისინი იღებენ შემოსავლებს. თუნდაც „დროას“ შემთხვევაში, არის პარტია „დროა“ და ენჯეო „დროა“ და ყალბია იმიტომ, რომ მათ შინაარსი ერთი არ აქვთ, არამედ აქვთ სტრუქტურა, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას, რომ მიიღოს უცხოური დაფინანსება, როგორც ხდება გადასახადის გვერდის ავლა. ან თავად ქალბატონი ხოშტარია, სანქციის გვერდის ავლაზე რომ საუბრობს, ზუსტად გვერდს უვლის ის ქართულ კანონმდებლობას მათ შორის. იმ ენჯეოს დამფუძნებელიც თვითონ არის, ხელმძღვანელიც თვითონ არის, იმ ენჯეოს არც თავისი ლოგო აქვს, არც თავისი ვებგვერდი, არც თავისი ფეისბუკგვერდი, საერთოდ არაფერს არ აკეთებს.ერთადერთი დანიშნულებაა როგორც კი დაფუძნდა, იმავე დღიდან ქართულ ამონაწერთან ერთად აიღო ინგლისური ამონაწერი იმისთვის, რომ მიეღო დაფინანსება უცხოეთიდან. ამ შემთხვევაში, მან თავად განაცხადა, რომ დაფინანსებას იღებს „ევროპის დემოკრატიის“ ფონდიდან, სამწუხაროდ დღემდე ვცდილობ გავარკვიო რას აფინანსებენ საქართველოში, მაგრამ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა, დაფარულია. ეს ფონდი, რომელიც არის შექმნილი ევროკავშირის მიერ, სადაც მის მმართველობაში არიან პარლამენტის ზუსტად ის წევრები, რომლების არიან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მფარველები, ისინი განაგებენ ამ თანხას და კაციშვილმა არ იცის რაში ხარჯავენ ისინი ამ თანხას. საქართველოში ეს არავინ არ იცის, ევროკავშირში ნაკლებად იციან, მეც მოვიკითხე სხვადასხვა ინსტიტუტებში და არავინ არაფერი არ იცის. აღმოჩნდა რომ არის ეს ფონდი და ჩვენთან აფინანსებს, „დროას“, „ტაბულას“, რომელიც არის პარტიული გაზეთი და ასე პარტიულ სტრუქტურებს აფინანსებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
1679513308

სწორედ სააკაშვილის მეგობრები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, უბიძგებენ მას თვ...

პარლამენტის თავმჯდომარე მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით,  „ვივამედის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.როგორც „ღამის კურიერის“ ეთერში შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.მისი თქმით, ექიმები ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდეს, თავად ყოფილი პრეზიდენტი კი თვითდაზიანებას იყენებს.„ყველაფერი ხელისგულზე დევს - იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომლის გამეორებაც უწყებას რამდენჯერმე მოუწია - ოჯახი ვისაც დაადებს ხელს, რომელ ექიმსაც, იუსტიციის სამინისტრო ამას უზრუნველყოფს. ამასთან, ის არის პატიმარი, რომელთანაც ყველაზე მეტი ვიზიტორია შესული. ასე რომ, აქ რაიმე შეზღუდვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე, ტყუილი აღმოჩნდა წამება, მოწამვლა, არასათანადო მოპყრობა. ვერცერთი ფაქტი ვერ თქვეს გარდა იმ განცხადებებისა, რომელიც გამოჰქონდათ პოლიტიკოსებს. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, კლინიკისა და პაციენტის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. ექიმებს უნდათ, რომ ის იყოს ძლიერი და ჯანმრთელი, პაციენტს კი უნდა ის რაც შეიძლება დასუსტდეს, რომ რაიმენაირად შექმნას გარემოება მისი გათავისუფლების. ასევე სახელმწიფოს შემთხვევაშიც -  სახელმწიფოს უნდა ის იყოს ჯანმრთელი, იმისთვის, რომ მოიხადოს ის 5 თუ 6 წელი, რაც მოსახდელი დარჩა. მას კი არ უნდა ამ 5 წლის მოხდა და აკეთებს ყველაფერს რომ თავი დაიზიანოს.მას აქვს თვითდაზიანების რეჟიმი და ამაში უკვე რწმუნდება და მეორე, მისი ფარისეველი მეგობრები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც მას აქეზებენ, რომ თავის დაიზიანოს. მისი ქვეყნის გარეთ მეგობრები ევროპარლამენტში იქნება თუ სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ მის ვითომ დახსნის შესახებ, აძლევენ მას იმედს, რომ აი დღე დღეზე, აი ცოტაც, აი ცოტა კიდევ დაიკელი, ცოტა კიდევ დაიზიანე თავი და ჩვენ გიხსნით, ისინი უბიძგებენ მას თვითდაზიანებისკენ, სინამდვილეში კი ისინი არიან ყველაზე ნაკლები მეგობარი მისი, როგორც ადამიანის და სინამდვილეში ყველაზე დიდი მეგობარი მიხეილ სააკაშვილის დღეს არიან ექიმები და ქართული სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რომ მან უარი თქვას თვითდაზიანებაზე და იყოს ჯანმრთელი. ის მეგობრები, რომლებიც მას ამისკენ უბიძგებენ, იგივე მეგობრები არიან, რომლებიც მას, როგორც დამნაშავეს იფარავდნენ ევროკავშირში. საქართველო გაწირეს მიხეილ სააკაშვილის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა იმ არეულობისთვის, რაც დაგეგმილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს თავისი შემოპარვით,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, „ვივამედმა“ მიმართა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.მათივე ცნობით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
1679512626

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეუძლებელია, ევროკომისიას პირველი მოსმენით მი...

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციამ ხალხს დააჯერა საკუთარი ნებით ეთქვათ უარი იმ ორგანიზაციის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობაზე, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას.ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, შეუძლებელია, რომ ევროკომისიას პირველი მოსმენით მიღებული პროექტით საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების ვერტიკალი განესაზღვრა.მისი თქმით, ქვეყანა ფასდება კანონებით და არა პარლამენტში განხილული თემებით.„ყველაზე გაუგებარი მთელს პროცესში იყო ერთი რამ, როდესაც ამბობდნენ, რომ არც კი იფიქროთ და არც კი განსაჯოთ ეს საკითხი. შეუძლებელია, რომ რომელიმე პროექტით, რომელიც პირველი მოსმენით არის მიღებული, ვენეციის კომისიაში არის გაგზავნილი - არასერიოზულია ამაზე ფიქრიც კი, რომ ევროკომისიას შეიძლება ეთქვა, რომ პარლამენტში არსებობს პროექტი და ამის გამო ვინმე, ვინმეს სტატუს არ მისცემს - ეს არასერიოზულია.პარლამენტში იმდენი კანონპროექტი არსებობს, ზოგი უმრავლესობის ინიცირებული, ზოგი კი ოპოზიციის ინიცირებული, ზოგი ისეთი საკანონმდებლო წინადადება შემოდის და ზოგი ისეთი აბსურდულია საკითხებია, ასე რომ აფასებდეს ვინმე, ჩვენს ქვეყანას სტატუსს კი არ მოგვცემდნენ, შეიძლება გაეროდან გავერიცხეთ. პროექტებით ხომ არ ფასდება, ქვეყანა ფასდება კანონებით და ფასდება ინსტიტუციებით. რაც გაკეთდა, იყო დისკუსიის დაწყება და დისკუსიის დაწყებაზე ხალხს დააჯერეს ის, რომ მოდით, საერთოდ არც კი დაფიქრდეთ ხალხო, ფიქრზე უარი თქვით და თქვენს უფლებაზე, რომ იცოდეთ ვინ არიან ისინი ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იღებენ მონაწილეობას, ამ უფლებაზე თქვენივე ნებით თქვით უარი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1679511639

რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი და ახლ...

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში სიძულვილის ენის შესამცირებლად საჭიროა, სიძულვილი პირველ რიგში ყველამ საკუთარ თავში დაამარცხოს.პაპუაშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის საკუთარი წარმოდგენა აქვს შექმნილი და ახლა, სიძულვილის ენით წარმოსახვით მტრებსა და "ქარის წისქვილებს" ებრძვიან.„ყველამ უარი უნდა უთხრას იმ მოწოდებებს, რომელიც გულისხმობს - ხელი არ ჩამოართვა, მოღალატეები უწოდო, და ა.შ. ამას ყველა უნდა გაემიჯნოს. ამას სანამ თავის თავში და საჯაროდ არ გაემიჯნება, ამ სიძულვილს მაინც ატარებენ. ჩვენ ვნახეთ, რომ საკუთარ თავში შექმნეს რაღაც წარმოდგენა მოღალატეების და ახლა დგანან და ებრძვიან ამ წარმოსახვით მტრებს და „ქარის წისქვილებს“. პირველ რიგში, ეს სიძულვილი ყველამ უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში. მეორე, ჩვენ დეპოლარიზაციაზე როდესაც ვსაუბრობდით, იქ სადაც 12 პუნქტზე მუშაობა იყო, სამუშაო ჯგუფებში ვინც მუშაობდა, მათ შორის საკმაოდ აკადემიური ურთიერთობა იყო და რიტორიკა იყო მოზომილი.ვინც თავიდანვე ბოიკოტს უცხადებდა ამ სამუშაო ჯგუფებს, ამ ჯგუფებისგან მტრის ხატი უნდა შეექმნათ, უნდა ებრძოლათ ამ ჯგუფების წინააღმდეგ და სწორედ ისინი აღვივებდნენ ამ რიტორიკას და საბოლოო ჯამში სპირალია, რთულია აქ მოძებნო ვინ დაიწყო და ვინ გააგრძელა. ფაქტია, რომ ჩვენ თავიდანვე შევთავაზეთ ღია კარის პრინციპი, 9 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და ყველგან შევთავაზეთ შემოსვლა. იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ , ეს სამი რადიკალური ფრთა არაფერში არ იღებდა მონაწილეობას, ერთი-ორგან სადმე თუ მიაჭირეს კენჭისყრაზე თითი და იმასაც გვამადლიან, მაგრამ არაფერი არა გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ეს თანხმობა ყოფილიყო და პირდაპირ ურტყამდნენ ამ სამუშაო პროცესს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1679511218

ვერავინ იტყვის, რომ ქვეყანას არ აქვს უფლება მოაწესრიგოს გამჭვირვალობა,...

„ჩვენ ეს კანონპროექტი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ამაზე ვენეციის კომისია ხომ გვეტყოდა, რომ ეს არის სიტყვასიტყვითი ამერიკული კანონი, მერე სად წავიდოდნენ?!“  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.როგორც პაპუაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის დაფინანსება იყოს გამჭვირვალე, ვინაიდან სწორედ მესამე სექტორი ასრულებს მნიშვნელოვან როლს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.„რაც შეეხება იყო თუ არა ამერიკული კანონი - იყო პირდაპირ ლინგვისტური სიტყვასიტყვითი თარგმანი ამერიკული კანონის. როგორც დეოლიგარქიზაციაზე ამბობდნენ, რომ ეს უკრაინული კანონი არ არის და ვენეციის კომისიამ თქვა პირდაპირ - გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ეს არის უკრაინული კანონი.ჩვენ ეს კანონი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ამაზე ვენეციის კომისია ხომ გვეტყოდა, რომ ეს არის სიტყვასიტყვითი ამერიკული კანონი, მერე სად წავიდოდნენ?! რაც შეეხება დროს, ჩვენ ვთქვით, რომ თუ რატომ მივიღეთ პირველი მოსმენით. ვერავინ ვერ იტყვის, რომ არ აქვს ქვეყანას უფლება მოაწესრიგოს გამჭვირვალობა. პარტიები, ყველაფერი გამჭვირვალეა, ერთადერთი სექტორი არის არასამთავრობო სექტორი, სადაც არის გაუმჭვირვალე ფინანსები და ეს სექტორი მონაწილეობს აქტიურად პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
1679510647

წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, ყველანაირად მიუდგნენ, რომ დაებულინგებინათ...

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმ დეპუტატებზე, რომელთაც მიმდინარე კვირაში „ქართული ოცნება“ დატოვეს, წნეხი და ბულინგი მიმდინარეობდა.როგორც შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნებისმიერ სიახლეს, უპირველეს ყოვლისა მედია გაიგებს.„ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც კი იქნება სიახლეები, ამას უპირველეს ყოვლისა მედია გაიგებს. ბატონი ირაკლი კოვზანაძეს, მე ვთქვი კიდეც, რომ მას ჰქონდა ეს გეგმა დაბრუნებოდა თავის პროფესიას და იქაც საჭიროა გარკვეული შუალედი პოლიტიკისგან დასვენება, იმისთვის, რომ სრულფასოვნად ჩაერთოს იმ პროფესიაში, რომელშიც მანამდე იყო.რაც შეეხება სხვებს, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ფაშისტურ კამპანიაზე, რომელიც სეგრეგაციაზე და ბულინგზე იყო დამყარებული. წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, ყველანაირად მიუდგნენ და არათუ დეპუტატებს, მოძებნეს ყველა გზა, ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე - ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, და რა თქმა უნდა, რთული იყო ამ დროს...უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბულინგი ზღვარგადასული და კარგი მაგალითი და ვიზუალიზაცია ამის არის ომბუდსმენის არჩევა. თქვენ იცით, რომ არჩეულმა ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ერთკვირიან წნეხს გაუძლეს და საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1679510360

მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკ...

 „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რა თამაშიც ითამაშა კანონპროექტთან დაკავშირებით, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსგან სამარცხვინო იყო. არ შეიძლება მათ მიერ დაწერილი კანონი საქართველოსთვის „რუსული“ იყოს და ევროკავშირისთვის - ამერიკული,“ - ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.მისი თქმით, კანონპროექტმა კანონად ქცევის გარეშეც შეასრულა თავისი მიზანი და საზოგადოებას დაანახა, თუ რა ზრახვები ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებს.„პირველი შემთხვევაა, მგონი, მსოფლიო მასშტაბით, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში. მადლობა ამერიკას ამ კანონის შექმნისთვის, რადგან ჩვენთან ამ კანონპროექტმა ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ ირგვლივ ფაქტობრივად გავაშიშვლეთ ყველა და ყველაფერი, ჯერ კიდევ კანონპროექტით. თუკი ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, როგორც კი გავხდებით თუნდაც კანდიდატის სტატუსის მატარებლები, ვალდებულება გვექნება ეს კანონი მივიღოთ, რადგან თავად ევროკავშირი იღებს ამ კანონს. მაინტერესებს მაშინ, სულ ახლო მომავალში, რას იტყვის ქართული ოპოზიცია - მივიღებთ თუ მაშინაც რუსული იქნება ეს კანონი?ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა ღიად დაინახა, რისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენ გვინდოდა გამჭვირვალობა - რომ ყველას სცოდნოდა, საქართველოში შემოსული თანხები თუ რისთვის იხარჯება ქვეყანაში. საზოგადოების გარკვეული ნაწილი კითხულობს - კი მაგრამ, ხომ არსებობს კანონი ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, რაღა საჭირო იყო ეს კანონიო. ეს კითხვა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციისთვის, რითაც გვედავებოდნენ. „იმედმა“ და „პოსტივიმ“ უკვე გაუშვა სიუჟეტები, სადაც ნაჩვენებია თუ რა დეკლარაციებს აბარებენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები. მეც მოვითხოვე ერთხელ და მომაწოდა ფინანსურმა დეპარტამენტმა ინფორმაცია. იცით რა არის ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის დეკლარაციაში მითითებული, რომლებიც მილიონობით გრანტს იღებენ უცხოეთიდან, ასობით მილიონს თუ არა? სულ სამი წინადადებაა: მივიღე ეს და ეს თანხა, ამდენი თანხა გავუშვი ხელფასებში, გადახდილია ამდენი საშემოსავლო, დღგ და ა.შ. ძალიან მშრალი ინფორმაციაა. პირადად ჩემთვის, როგორც  საქართველოს მოქალაქისთვის, მეორეხარისხოვანია რამდენი თანხა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციამ და რამდენი გაუშვა ხელფასებში, ჩემთვის მთავარია მიზნობრიობა. მიზნობრივი გამჭვირვალობა იყო სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა დასავლეთს, რაც ყველაზე მეტად სტკიოდა ქართულ, ოპოზიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან ისინი ვეღარ იმუშავებდნენ იმ მიზნობრიობით. პირობას გაძლევთ, რომ ვეღარც იმუშავებენ, რადგან ხალხმა უკვე ყველაფერი გაიგო. აუცილებლად მოვითხოვთ ყველა დეტალს, ყველა ინფორმაციას ყველა მათ გრანტზე, სწორედ ფინანსთა სამინისტროსგან და მათგან პირადად, რომ თქვან, რისთვის ხარჯავენ კონკრეტულ გრანტებს. კანონის გარეშე დავუსვამთ ამ კითხვებს - გვინდა, რომ პასუხები მივიღოთ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.