პოლიტიკა

19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

ოპოზიციის მხარდამჭერების მსვლელობა
1637137067
დაკოპირებულია

„19 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო აქციას სამ ლოკაციაზე გამართავს“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

„მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად - „ლელომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“, პარასკევს 3 საათზე სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართოს.

გელოდებით შემდეგ ადგილებზე:

  • მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერთა ჯგუფი
  • მეტრო „ვაგზლის მოედანთან“ მსვლელობას სათავეში ჩაუდგება „ლელოს“ ლიდერები 
  • მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ლიდერები“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს