მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

5 ივლისს გინების კასკადი მოდიოდა იმ საქართველოში, სადაც 68 სიტყვაა წვიმის აღმნიშვნელი და ამათი ინტელექტი იქამდე დაეცა, რომ მხოლოდ გინება აღმოხდათ - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე

„5 ივლისის მიტინგის დღეს გინების კასკადი მოდიოდა იმ საქართველოში, სადაც 68 სიტყვაა წვიმის აღმნიშვნელი და ამათი ინტელექტის სიმცირე იქამდე დაეცა, რომ მხოლოდ გინება აღმოხდათ“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. 

ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ „ივანიშვილმა და „ოცნებამ“ უკვე დალია ჩაილურის წყალი. 

ამასთან, შალვა ნათელაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 5 ივლისს ევროპული კურსის მხარდასაჭერად გამართულ მშვიდობიან აქციაზე მივიდნენ. 

„ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩაილურის წყალი დალია. უახლოეს ხანში ივანიშვილი სანქცირებული იქნება თავისი გარემოცვით. შავბნელი ეპოქა დამთავრდება, ეპოქა ავად მოსაგონარი. „ლეიბორისტული პარტიის“ 10 წლის ბრძოლამ შედეგი მოიტანა, რომ უმტკივნეულოდ და უსისხლოდ მოვიცილოთ რეჟიმი. 

სანქცირების ჟამი დგება. ივანიშვილი ფაქტობრივად სანქცირებულია, მაგრამ იურიდიულად მოკლე ხანში გაფორმდება. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, 100 ათასობით ადამიანს, ვინც ამ დღეებში მიტინგზე იდგა. თქვენ ხართ გმირები, თქვენ წერთ ისტორიას. კი, ჩვენ ვმოქმედებთ და ვალდებული ვართ, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ არ გამოსულიყავით და გეთქვათ, რა დროს მიტინგიაო. 

მთელმა მსოფლიო ნახა, რომ ქართველ ხალხში მებრძოლი სული და მებრძოლი გმირი არის უკვდავი. მინდა, რომ ქალბატონებს, ვინც იქ იყო, ხელზე ვეამბორო, ახალგაზრდებს შუბლზე ვაკოცო და მამაკაცებს თავი დავუხარო. მართლა გმირები ხართ და უდიდესი მადლობა. 

დღეს კობახიძემ მიტინგზე მონაწილეებს უღმერთოები უწოდა. არ ვიცი ეს ადამიანი სად გაიზარდა. კობახიძე რომ გლანძღავს, ერი გლოცავს, მაგრამ დღევანდელი განცხადება მაინც მეტისმეტი იყო. კობახიძის განცხადებებით, ოხანაშვილის „გმირობით“ ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, აივანზე გადმომდგარი დიტო სამხარაძე, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მმართველ გუნდში არის სრული ქაოსი და მთლიანად არიან გადასული მათი პატრონი და გამომკვებავის დავალებათა შესრულებაზე. 

ბიძინა ივანიშვილი ჯერ მარტო იმიტომ არის გასასამართლებელი, რომ დიმიტრი სამხარაძე იპოვა და მმართველ პარტიაში ერთ-ერთი ლიდერია. გინების კასკადი მოდიოდა იმ საქართველოში, სადაც 68 სიტყვაა წვიმის აღმნიშვნელი, წვიმა, თქეში, შხაპუნა, ჟუჟუნა... 68 სიტყვაა და ინტელექტის სიმცირე იმ დონეზე დაეცა ამათი, რომ გინების მეტი არაფერი არ აღმოხდათ, თუნდაც მშვიდობიანი მიტინგის დროს“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ თუ გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომს აგებს, ხელისუფლებას ბრიუსელში ვერავინ ჩაასწრებს - ვახტანგ ძაბირაძე 

✔️  „ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან“ - ბადრი ჯაფარიძე

✔️  თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი