მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

9 ოპოზიციონერი დეპუტატი შიმშილობას იწყებს

ს საბჭოს წევრები აირჩია

პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატი აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაელოვი და დავით კირკიტაძე შიმშილობას იწყებენ.

ოპოზიციონერ დავით კირკიტაძის თქმით, დეპუტატები შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ  მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი.

„ამ ეტაპზე პარლამენტის 9 წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები მიეწოდოს. 

ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე დავით კირკიტაძე ამ წუთიდან შიმშილობას ვაცხადებთ. შიმშილობა გაგრძელება სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.  

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“ - გიგი უგულავა