მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციაზე დავინახეთ, რომ ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი შესტვენის და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გარეშე პროცესს ვერ უძღვება - ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ სპექტრს ხალხთან ერთიანობის პრობლემა აქვს. 

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, თუ არ შეიცვალა პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის ურთიერთობა, შეუძლებელი იქნება ამის წარმატებულ მაგალითად გარდაქმნა. 

„ზოგადად სკეპტიკურად ვუყურებ იმას, რომ ან მარგველაშვილი ან მე ან გიგა ბოკერია ან მიშა სააკაშვილი მოვუწოდებთ საზოგადოებას, საზოგადოება ჩვენ დაგვემორჩილება და გაერთიანდება. ჩვენი პრობლემა არ არის მარგველაშვილთან და ვაშაძესთან ერთიანობა. ისედაც ვხვდებით ჩვენ ერთმანეთს. ქვებს არ ვესვრით ერთმანეთს. 

ჩვენ ხალხთან ერთიანობის პრობლემა გვაქვს, რაც ამ აქციებმა აჩვენა. რეალურად ჩვენ არ ვართ ერთიანი ჩვენს ამომრჩეველთან. ეს ხალხი კი მიდის არჩევნებზე და ხმას აძლევს, მაგრამ გაყოფილია სტატუს-კვოდ და ანტი სტატუს-კვოდ. 

თითქმის 70% მიიჩნევს, რომ მას არ ჰყავს თავისი ინტერესების გამომხატველი პარტია. ჩვენ აქციაზე დავინახეთ, რომ ვერ უძღვება ვერცერთი პოლიტიკური ლიდერი ხალხისგან შესტვენის და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გარეშე. ეს არის პრობლემა, ეს თუ არ შეიცვალა, პოლიტიკურ ელიტასა და ხალხს შორის შეუძლებელი იქნება ამის წარმატებულ მაგალითად გარდაქმნა. 

კი ხშირად ახსენებენ „მაიდანს“, კი გვინდა, რომ დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ისე, რომ ადამიანები არ დაიხოცონ და ეს არის ჩვენი ამოცანა. ერთია, როცა თავისუფლებას გართმევენ რაზე წახვალ. ჩემს თავს აქციაზე გახვევდე და სტვენით ჩამოსაგდები ვხდებოდე, ეს არის უზრდელობა. 

გადავწყვიტეთ ზრდილობიანად მოვიქცეთ. ამხელა ხიდჩატეხილობას თავისი მიზეზები აქვს. დემოკრატიაში იმპულსი მოდის ქვემოდან ზემოთ. ხალხს უკეთეს ცხოვრებაზე უნდა ელაპარაკო. ჩვენი სპექტრი ამაზე არ ლაპარაკობს. ჩვენი სპექტრის დღის წესრიგში ეს ხალხი არ ჩანს“, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 შვედეთის პარლამენტმა ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

👉 პრაქტიკულად ხელები დაიბანა სააკაშვილის მდგომარეობაზე - ბადრი ჯაფარიძე „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ამ ქვეყანას თქვენ კი არა, თემურლენგი ვერ მოერია, საქართველოს ისტორია დიდი მათრახით გელოდებათ - სანიკიძე მმართველ ძალას

👉 „მე არ მეხება“, არ გამოგივა, ზურიკო - გუბაზ სანიკიძემ ზურაბ ჩხაიძე ადოლფ ჰიტლერის ექიმებს შეადარა

👉 ნებისმიერ დროს შეიძლება გავიგოთ, რომ გარდაიცვალა - ხაჭაპურიძე სააკაშვილზე

👉 როგორც ჩანს, ციხეში დაბრუნებას უპირებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან დაკავშირებით „ვივამედის“ განცხადებაზე

👉 ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი იყოს

👉 იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა - „ვივამედი“