მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ

აქცია „შინ ევროპისკენ“

სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, სადაც მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. 

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ 4 ივლისს ტრადიციულად მთავრობის სხდომა იმართება, საჭიროა მთავრობისთვის ხმის მიწვდენა. 

„ამიტომ, ყველანი წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით „ქაჯეთის ციხეს“ და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით“, - აღნიშნა დიღმელაშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ იმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტთან ღამეს ათევენ, ნაწილი კი დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  ვითხოვთ ძალაუფლება განაწილდეს და ერთი კაცის ხელში არ იყოს, ვითხოვთ დავუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას - ნიკა სიმონიშვილი

🔴 🎥 აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა

🔴 გამოჩნდება ვის რა უნდა, ევროპა თუ ძალაუფლება - სალომე ზურაბიშვილი