მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

„პროტესტი უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, მრავალფეროვანი და უნდა იყოს მრავალ ადგილას გაშლილი“, - ამის შესახებ  „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგები ტრადიციულად არის არაფრის მთქმელი. ერთადერთი რაც ჩანს არის ის, რომ მთავარი პრობლემები, რაც არის ქვეყანაში, ამ მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება სხვა  რაღაცებზე და მასზე შეიძლება თქვას ერთი ორი სიტყვა ისეთი, რომელიც ვიღაცებს გულს მოულბობს, ეს არის როლი, რომელიც მას აქვს აღებული საკუთარ თავზე. არ მჯერა, რომ ის არის დამოუკიდებელი მოთამაშე, მას  თავისი პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

 „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა, ასევე, პერმანენტულ აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

„პროტესტი უნდა იყოს ფართომასშტაბიანი, მრავალფეროვანი და უნდა იყოს მრავალ ადგილას გაშლილი. საბოტაჟი, პარალიზების მცდელობა და რესურსების გამოფიტვის  მცდელობა, ეს არის შედეგის მომტანი. მხარს ვუჭერ ნებისმიერ პროტესტს. პროტესტის ბევრი ფორმა არსებობს, შეიძლება რამდენიმე ადამიანმაც კი შეძლოს რაღაცების ეფექტურად გაკეთება, წყობიდან გამოყვანა მმართველი პარტიის“, - აღნიშნავს ჯაფარიძე. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

შეგახსენებთ, 19 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო აქციას სამ ლოკაციაზე გამართავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა