მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ სააკაშვილის საკითხზე დუმს, რადგანაც შიშობს, რომ თბილისი პრორუსულ პოზიციას დაიკავებს - Washington Examiner

Washington Examiner სააკაშვილზე

აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ უნდა მოუწოდონ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და მას კანონით გათვალისწინებული სათანადო სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. ამის შესახებ washingtonexaminer.com იუწყება. 

გამოცემის ინფორმაციით, თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი ამას არ გააკეთებენ, ბიძინა ივანიშვილი იფიქრებს, რომ მას პოლიტიკური ოპონენტების „წმენდის“ ჩატარება შეუძლია დასავლეთის ყოველგვარი რეაქციის გარეშე და ამ შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად გაუარესდება.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი ციხეში 40-ე დღეა შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ასევე მძიმეა დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი