მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბრძოლა უკომპრომისო იქნება“ - ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და აქციები დააანონსა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმა და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დააანონსა. 

ხაბეიშვილმა მოსახლეობას პროტესტის ლოკაციებზე  მისვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ბრძოლა უკომპრომისო იქნება. 

„ყველა ადამიანს მოგმართავთ, ვისაც უკიდურესად გიჭირთ, ვისაც არ გაქვთ ისეთი სამსახური, რომლითაც ახერხებთ თქვენი ოჯახების გამოკვებას, ვინც ფიქრობთ ქვეყნიდან გაქცევაზე, მოგმართავთ თქვენ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხართ უსამართლობის მსხვერპლი, ვინც ნერვიულობთ ხვალინდელ დღეზე, ვისაც არ გაქვთ პერსპექტივის განცდა და ვისაც გაქვთ მათ შორის ეკონომიკური პრობლემები, ეს ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის და თქვენგანის. 

პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობაზე ხელმოწერა ნიშნავს ევროპული პერსპექტივის დასამარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის გვეუბნება შემდეგს - ის იქნება კარგად, გაძარცვავს ჩვენს ქვეყანას, ააფეთქებს საყდრისს, ააფეთქებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და მოიპოვებს ოქროს. 

მას ფეხებზე კიდია გელათის მომავალი, ჩვენი ტრადიციები. ის ყველას გვეუბნება - „წადით, მე ყველას გამოგიტანეთ განაჩენი, არ მაინტერესებს არც საქართველოს ისტორია, არც პრეზიდენტი, არც თითოეული მოქალაქე, არც თქვენი ბედი“. 

მე და „ნაციონალური მოძრაობა“ გთავაზობთ შემდეგ გეგმას. პირველი - ხვალ, 17:00 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან პროტესტი იქნება, დედაქალაქში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მოგიწოდებთ, მობრძანდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პროტესტი. 

ასევე, 9 თებერვლიდან ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონსა და ბორჯომში. 13:00 საათზე პარალელურ რეჟიმში სოლიდარობის აქციები გაიმართება. ცხადია, ადგილზე ვიქნებით პოლიტიკური ლიდერები და მოემზადონ ადგილობრივი კორუმპირებულები და იცოდნენ კარგად რომ მათ მოსვენება არ ექნებათ. 

ასევე, 10 თებერვალს ქობულეთში, მარტვილში, საგარეჯოსა და ხაშურში 13:00 საათზე საპროტესტო აქციები გაიმართება. ყველა ადგილობრივ მოგიწოდებთ მობრძანდეთ და დააფიქსიროთ სოლიდარობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. 

11 თებერვალს, 15:00 საათზე გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

👉  მერაბიშვილი მთელ პროცესში მონაწილეობდა, პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია - ელენე ხოშტარია

👉 საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგა, სოციალური პოლარიზაციაა საჭირო, ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მკვლელობას მოჰყვა - გვარამია

👉 ხაბეიშვილი დასავლური გაგებით უცხო სხეულია, იგივე ოპერიდან არის, რაც „ქოცები“ არიან - ხუხაშვილი 

👉 სახელმწიფო ორგანოების პიკეტირება იქნება, ხელისუფლება კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიყვანოთ - გია ხარჩილავა

👉 ივანიშვილი ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა - გიორგი მუმლაძე