მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემი შვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ მოწამვლა შედგა, მიაჩნია, რომ არის უცხო სახელმწიფოს კვალი“ - გიული ალასანია

გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ფიქრობს, რომ თუ მისი მოწამვლა დადასტურდა, მაშინ ეს არის უცხო სახელმწიფოს ბრალი და აქ ქართული ხელისუფლება არაფერ შუაშია.

ალასანიამ ყველას მოუწოდა, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავი შეიკავონ.

„ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში, თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას ასე მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც, მოგეხსენებათ ჩემ შვილს მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში, კალიფორნიაში გაკეთდა, რომელიც ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველას მოვუწოდებ, პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან თავის შეკავებისაგან და ჩემი შვილის გაუარესებული ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავის შეკავებას.

აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის ამ შემთხვევაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყროს და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს. ჩემი შვილი არ აპირებს, რაიმე მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა სასამართლო პროცესებზე და იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც ძალზე გაუარესებულ ჯანმრთელობას და გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემი შვილის და ჩვენი ოჯახის ღირსებას“, - განაცხადა ალასანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, გაიგოს რა სჭირს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს... დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 მეგან მარკლი, ბილი აილიში, მაკენზი სკოტი - Financial Times-მა წლის ყველაზე გავლენიანი 25 ქალი დაასახელა

👉 „გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან... სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის“ - ალექსეი არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

👉 🎥 „22 000 გამოვუტანე ქმრის ძმაკაცს, ფულის გადახდა მე მიწევს, ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო და „კალიასკაში“ ჩაგსვათქო“ - ქალმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს მიმართა