მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა-თამაშია“ - შარაშენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებზე

საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი

პროფესორი, ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ხელისუფლება პრორუსულია, რადგან უკრაინა-რუსეთის საკითხზე მხარდამჭერი განცხადება არ გაუკეთებია.

შარაშენიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ „ეს ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური ბრძოლაა“.

„10 წელიწადია გვესმის, რომ „ოცნება“ კომუნისტურია და ახალი ამაში არაფერია. „ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ შანსს გამოიყენებს, ასე რომ არ ეთქვათ, უფრო გასაკვირი იქნებოდა, ჩვეულებრივი შიდა პოლიტიკური ბრძოლაა, ჩემი აზრით. 

შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი გულწრფელად ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსულია, უდიდესი ნაწილი კი ამით პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევა, ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა-თამაშია“, - აცხადებს შარაშენიძე.