მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, გაიგოს რა სჭირს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანია დაიქირავეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „გირჩის“ წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი პიარ-კომპანია ვერაფერს გახდება.

„რა უნდა გააკეთოს ამ დაქირავებულმა ორგანიზაციამ აი ამ სიტუაციაში, როდესაც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც დაავალებდი რამე საქმის გაკეთებას, ფაქტობრივად აქვს გაფუჭებული რეპუტაცია. ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც გამოვიდოდა, რომ სულ იყო ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და ბოლოს, ერთი წლის მერე, რაღაც ორგანიზაციამ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში დაშავებული უნდა გაათეთროს?

რაღაცნაირად სიტუაცია გვაქვს მიღებული, როდესაც უბრალოდ რამის დაჯერება არის რთული. ანუ, რთულია რომ რაიმე კონკრეტულს ენდო. დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს რა სჭირს ადამიანს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ოპოზიციურ არხებზე ჭეშმარიტებად საღდებოდა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ბიძინას შიშის ზარს დასცემს... დღეს ტანდაკაწრული მიშა 75 კილოა და ბიძინა ისე მყარად დგას, როგორც არასდროს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

👉 მეგან მარკლი, ბილი აილიში, მაკენზი სკოტი - Financial Times-მა წლის ყველაზე გავლენიანი 25 ქალი დაასახელა

👉 „გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან... სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის“ - ალექსეი არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

👉 🎥 „22 000 გამოვუტანე ქმრის ძმაკაცს, ფულის გადახდა მე მიწევს, ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო და „კალიასკაში“ ჩაგსვათქო“ - ქალმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს მიმართა

👉 ევროკავშირი ილონ მასკს ტვიტერის დაბლოკვით დაემუქრა - Financial Times