მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ“ - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი

„მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერის განმარტებით, გადაწყვეტილება მიზნობრივ ჯგუფებს შეეხება. 

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით, როგორც ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. 

ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, 2 წელი გრძელდებოდა, ახლა იანვარში შეწყდა სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.