მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ქვეყნის ღალატი, ჩვენს მეგობრებზე თავდასხმა“ - ხაზარაძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

პარტიის „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე

„ეს არის ქვეყნის ღალატი, ჩვენს მეგობრებზე თავდასხმა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება პარტიის „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე,  „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის განცხადებას, სადაც დეპუტატები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის საელჩოს ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, მმართველ გუნდს ქვეყანა რუსეთის იმპერიისკენ მიჰყავს. 

„ეს არის „ქართული ოცნება“. რასაც „ოცნება“ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ღალატი, ჩვენს მეგობრებზე თავდასხმა, იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქვია. საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა რუსეთის იმპერიისკენ მიჰყავს“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ლიდერი. 

ცნობისთვის საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“ განცხადება გაავრცელა, რითაც აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც დამატებით ამყარებს მათ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 10 წელია ცდილობს ისტორიის გადაწერას“ - ნუგზარ წიკლაური

👉 „ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს“ - მიხეილ სარჯველაძე

👉 „ჩვენი ოპოზიცია ზარმაცი სტუდენტივით იქცევა“ - გია ხუხაშვილი

👉 „ისინი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები“ - მანჯგალაძე „ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე

👉 „არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს“ - იაგო ხვიჩია