მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა“ - ბადრი ჯაფარიძე 4 დეპუტატის განცხადებაზე

ლელოს ლიდერი

„ეს წერილი არის თავდასხმა აშშ-ზე“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, „ოცნებიდან“  წასული 4 დეპუტატის  დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ოცნებამ“ პროდასავლური ამომრჩეველი დაკარგა. 

პარტია „ლელოს“ ლიდერი 4 დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ თვითმკვლელობას უწოდებს და ამბობს, რომ ამით ისინი საკუთარ რეპუტაციას ანულებენ. 

„ეს წერილი არის თავდასხმა აშშ-ზე. ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, რასაც ესენი აკეთებენ. ივანიშვილმა აირჩია პირდაპირ ღია ანტიამერიკული რიტორიკა. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ  მან დაკარგა პროდასავლური ამომრჩეველი. მათ დაინახეს, დაკარგეს პროდასავლური ელექტორატი და ახლა ისინი ნადირობენ - ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ელექტორატზე. ეს ადამიანები მზად არიან, თავისი რეპუტაცია გაანულონ.

ეს არის ზურაბ ჯაფარიძის ხედვა, რომელიც გამოიტანა საჯაროდ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს ოპოზიციურ პარტიაში არამხოლოდ მაკრიტიკებელი „ქართული ოცნების“, არამედ დაინახონ ოპოზიციაში ძალა, რომელმაც იცის რას გააკეთებს, როცა ხელისუფლებაში მოვა. ჩვენი გეგმაა, ყველა შესაძლო არხით შევეცადოთ, ვაჩვენოთ საზოგადოებას თუ რას კარგავს ქვეყანა იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“. საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის აუცილებელი. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ მზად ვართ ხელისუფლებაში მოსასვლელად და „ოცნების“ ჩასანაცვლებლად“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. 

დღეს 11 აგვისტოს  „ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ყოველი თავდასხმა აშშ-ზე არის რუსეთისკენ გადგმული ნაბიჯი“ - ნიკა მელია

👉 „თუ ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ დროზე, იგივე გველის, რაც ავღანეთს“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 🎥 „დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული“ - რატი იონათამიშვილი

👉 „პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა“ - რომან გოცირიძე