მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაახარეთ რუსეთი, ისტორიაში შეხვედით სამარცხვინო ლაქით“ - რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მიერ რეზოლუციისთვის მხარის არ დაჭერაზე, რომელშიც ეწერა, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა.

„თუ დავაკვირდებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები, 10-ზე მეტი გამომსვლელიდან, მხოლოდ 2 საკითხზე საუბრობენ. ერთი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია და მეორე - რეზოლუცია, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს. თავის მართლების მდგომარეობაში იმყოფება მთელი პარტია და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არ გამოსდით. ვინაიდან, ორივე შემთხვევაში არიან დამნაშავეები. დარჩენილი რამდენიმე გამომსვლელი და ალბათ, ისევ ამ რეზოლუციაზე იქნება საუბარი. ვერაფერი ვერ გაგამართლებთ. გაახარეთ რუსეთი. ისტორიაში შეხვედით სამარცხვინო ლაქით. არავინ არ დაიწყებს დეტალების ჩხირ-კედელაობას, როდესაც რეზოლუციის შედეგებს ვინმე შეისწავლის. დღესაც კი, თუ ვინმე გარკვევას მოინდომებს, რატომ არ მიეცით ხმა, არავინ თქვენი თავის მართლების მოსმენას არ დაიწყებს. ერთი რამ ფაქტია, თქვენ მხარი არ დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც დაგმობილია რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა, გამოცხადებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებულია ქვეყნად, რომელმაც ჩაიდინა ომის დანაშაული. 

არასდროს იყავით თქვენ სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამ პერიოდში ყოველთვის იყავით რუსეთის მხარეზე და დღესაც თქვენ დაამტკიცეთ ამ რეზოლუციის არ მიერთებით. თქვენი მთავარი არგუმენტი არის ორი: რატომ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, შემდეგ ყოველი მეორე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნახსენები არის ფრჩხილებში. აი, კიდევ კარგი, რომ ფრჩხილების გარეშე არ ახსენეს, თორემ მთლად დავიღუპებოდითო, არა? რა ლოგიკაა.

მეორე - 2008 წლის რეზოლუციას თურმე რატომ დავუჭირეთ მხარი. იმიტომ დავუჭირეთ მხარი, რომ ვიცოდით არსებითის გარჩევა არაარსებითისგან. მაშინ აქ იდგა რუსეთის ჯარი. არავინ იცოდა დაბრუნდებოდა უკან თუ შემოვიდოდა თბილისში. იმ რეზოლუციაში, ფაქტობრივად, რუსეთი როგორც ოკუპანტი იყო გამოცხადებული. შემდეგ დრომ აჩვენა, რომ ის ჩანაწერი, რომელიც არავის მოგვწონს, ყოფილა არასწორი და ეს დაამტკიცა ყირიმში, დონბასში რუსეთის აგრესიამ და დღეს საერთოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ. თქვენ შეგეძლოთ, პოლიტიკური განცხადება გაგეკეთებინათ და გეთქვათ, რომ ვუჭერთ მხარს ამ ისტორიულ რეზოლუციას, ოღონდ არ ვუჭერთ მხარს იმ ჩანაწერს და ეს შეიძლებოდა ყოფილიყო თქვენი პოლიტიკური ჟესტი. მაგრამ არა, თქვენ გააკეთეთ ეს შეგნებულად და გულში გიხარიათ, რომ რუსეთმა დაგიფასათ ეს, და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა დაგიფასათ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ვეებერთელა ლოდები მოწყდა, გამაყრუებელი ხმით ჩამოცვივდა და დაიმსხვრა“ - ადგილობრივი

👉 რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ორი თანამშრომელი გაიტაცეს

👉 „კალაძემ ხო მოიწონა ჩვენს წინაშე თავი, პასუხისმგებლობა რატომ ეკისრება „ჭ“ კლასის ხალხს, მის ადგილას მე გადავდგებოდი“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „მინდა, ბოდიში მოვიხადო დაშვებული შეცდომისთვის, თუმცა, გადადგომას არ ვაპირებ“ - ლიზ ტრასი