მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან... სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის“ - ალექსეი არესტოვიჩი მიხეილ სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტის  ადმინისტრაციის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ეშინია, ამიტომ, მას ნელი სიკვდილით კლავენ. ამის შესახებ არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის თავად ჩავიდა საქართველოში და საკუთარი ნებით ჩაუვარდა ხელში ხელისუფლებას. მისი მოკვლის ეშინიათ, გაშვებისაც ეშინიათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოკლან. მით უმეტეს, რომ ამის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. ისინი ახლაც ამბობენ, რომ ყველანაირად ცდილობენ, მაგრამ მან თავად მიიყენა დაზიანებები.

სააკაშვილი ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ ყველა ადამიანს გადაწონის ერთად აღებულს.

არ ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. რამე რომ გავაკეთოთ, მერე იტყვიან, რომ სუვერენული ქვეყნის საქმეებში ვერევით. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ამ სიტუაციაზე ზემოქმედება პრეზიდენტ ზელენსკის, ეს მისი გადასაწყვეტია. მე ჩავერეოდი და შევთავაზებდი საქართველოს მთავრობას, რომ სააკაშვილი მესამე ქვეყანას გადასცენ, ავსტრიას, მაგალითად, სადაც იმკურნალებდა. იმიტომ რომ, არა მგონია, საქართველოს მთავრობას უნდოდეს, რომ მთელმა მსოფლიომ ისინი ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში დაადანაშაულოს. თუ ეს მოხდა, ისინი ამ დანაშაულს ვერასდროს ჩამოირეცხავენ“,- განაცხადა არესტოვიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 „22 000 გამოვუტანე ქმრის ძმაკაცს, ფულის გადახდა მე მიწევს, ვეუბნები, იარაღს ვიყიდი, მუხლებში უნდა დაგამტვრიო და „კალიასკაში“ ჩაგსვათქო“ - ქალმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს მიმართა

👉 ევროკავშირი ილონ მასკს ტვიტერის დაბლოკვით დაემუქრა - Financial Times

👉 „დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს“ - სერგეი ლავროვი

👉 შალვა ხაჭაპურიძე გამორიცხავს, რომ მოსასმენი აპარატურა სუსმა დაუმონტაჟა