მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოჩნდება ვის რა უნდა, ევროპა თუ ძალაუფლება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ აქციასა და აქციის ორგანიზატორების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა. 

პრეზიდენტის თქმით, ყველა ვალდებულია და პასუხისმგებლობა აკისრია, საზოგადოების მოლოდინს საქმით და სამოქმედო გეგმით უპასუხოს.

„ერთი რამ ნიშანდობლივია ამ ვნებათაღელვის ფონზე: ყველამ, პოზიციამ თუ ოპოზიციამ აიტაცა და აღიარა ეროვნული თანხმობის აუცილებლობა (რაზედაც ცოტა ხნის წინ ყველა მედავებოდა, ასეთი რამ შეუძლებელიაო)…
თუმცა, გამოცხადებულ გეგმებს - კობახიძისეულს („თავისუფლად ანტიევროპულად მოსაუბრე” ტრიუმვირატის შექმნისთანავე ევრო-რეკომენდაციების შესრულების ერთპარტიული გეგმა) თუ რადიკალური ოპოზიციის არახალი „გადადექი და მე გადმოვდგები” გეგმა - არაფერი საერთო აქვთ არც ნამდვილ ეროვნულ თანხმობასთან და არც ევროპის კანდიდატურის მიღებისათვის აუცილებელ სამოქმედო გეგმასთან.

ხალხის ევროპული სულისკვეთების გამოხატვა დიდი ძალაა და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. მას არ უნდა შეეცვალოს გეზი… ჩვენ ყველანი კი - ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია - ვალდებული ვართ, საზოგადოების მოლოდინს ვუპასუხოთ საქმით და სამოქმედო გეგმის ირგვლივ ჩამოყალიბებულ რეალური და არა სიტყვიერი ეროვნული თანხმობით! და გამოჩნდება ვის რა უნდა : ევროპა თუ ძალაუფლება“, - წერს პრეზიდენტი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  ვითხოვთ ძალაუფლება განაწილდეს და ერთი კაცის ხელში არ იყოს, ვითხოვთ დავუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას - ნიკა სიმონიშვილი

🔴 🎥 აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა