მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმედი მაქვს, რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება - მაკა ბოჭორიშვილი

იმედი მაქვს, რობერტა მეცოლას პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

სტრასბურგში ევროპარლამენტის პირველი პლენარული სესია ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტში ავრცელებენ. 

„გასულ წელს რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა და პატივი შევხვედროდი ბატონ სასოლის, საქართველოს მეგობარს და ქომაგს. ევროპარლამენტისთვის და მთლიანად ევროპისთვის დიდი დანაკლისი იქნება ნამდვილი ევროპელის, ევროპული ღირებულებების მტკიცე დამცველის დაკარგვა“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დავიდ სასოლის ხსოვნას გუშინ ევროპარლამენტარებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად პატივი მიაგეს იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

„დღეს ევროპარლამენტმა მალტელი პოლიტიკოსი, ქალბატონი რობერტა მეცოლა აირჩია პრეზიდენტად 458 ხმით. წარმატებები მას ამ პოსტზე!

იმედი მაქვს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს“, - აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.