მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა განისაზღვრა საქართველოში - ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ სწორედ პრემიერის ინიციატივით განისაზღვრა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში.

ილია ღუდუშაურის თქმით, აღნიშნული საკითხი წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა და ძალიან დიდი წილი საზოგადოების ჯიბიდან დანახარჯებზე სწორედ მედიკამენტების მიმართულებით მიდიოდა. 

„წლის დასაწყისში პრემიერის ინიციატივით ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში, რაც წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა ჯიბის დანახარჯების ნაწილში. ძალიან დიდი წილი საზოგადოების ჯიბიდან დანახარჯებზე მოდიოდა მედიკამენტების მიმართულებით, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმების ჩატარება. 

თავიდანვე შემუშავდა გეგმა, რომელსაც დღემდე მივყვებით. პირველ რიგში იყო მარტივი და დროში ადვილად გადასაწყვეტი საკითხი, ეს იყო თურქული მედიკამენტებისთვის საქართველოს ბაზრის გახსნა, რომელმაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა. საერთო ჯამში ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 200 მილიონამდე ეკონომიის მიღების საშუალება ექნება მთლიანად სექტორს. შემდეგი ეტაპი იყო სარეცეპტო მედიკამენტებზე ელექტრონული რეცეპტების რეგულაციის შემოღება, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გადავედით რეფერენტული ფასების შემოღებაზე, რომელსაც ვფიქრობ, იანვრის თვეში აქტიურად შევუდგებით. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტმა უკვე მოგვცა ამის საშუალება, მთავრობის და პრემიერის ინიციატივით გავგზავნეთ და სულ 1 კვირა დასჭირდა განხილვისთვის და უკვე დამტკიცდა“, - აცხადებს ღუდუშაური. 

მისივე თქმით, კონკრეტულ მედიკამენტებზე თურქეთის ბაზრის გახსნამ დაახლოებით 60-80%-ის ეკონომიის საშუალება მისცა სექტორს. 

„ჩვენ უკვე შეგვიძლია კონკრეტული მეთოდოლოგიის განხილვაზე გადავიდეთ სექტორთან და იანვარში ავამოქმედოთ. კონკრეტულ მედიკამენტებზე თურქეთის ბაზრის გახსნამ დაახლოებით 60-80%-ის ეკონომიის საშუალება მისცა სექტორს. იმ მედიკამენტებზე (რომლებიც იანვარში ამოქმედდება, როცა უკვე რეფერენტული ფასები გავრცელდება, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით დამატებით 40%-იანი შეღავათი უნდა იყოს. 

ჯამში ამ წუთს 50 მოლეკულაა განსაზღვრული, რომ პირველ ეტაპზე დარეგულირდება. ვფიქრობთ რომ ამ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შემოღების შედეგი იქნება ის, რომ დაახლოებით 40%-ით გაიაფდება, თუმცა ვაპირებთ რომ ჩამონათვალი, რომელსაც რეფერენტულად დავარეგულირებთ, ძალიან მალე გავაფართოოთ და შესაბამისად, სხვა მედიკამენტებიც დავამატოთ, რადგან კანონში შეტანილი ცვლილება იძლევა საშუალებას, რომ მთავრობამ განსაზღვროს ის მედიკამენტები, რომლებზედაც ფასები დარეგულირდება“, - ამბობს ილია ღუდუშაური.

ილია ღუდუშაურის განცხადებით, რეფერენტული ფასების შემოღებასთან ერთად, სახელმწიფომ კონკრეტული ჯგუფებისთვის დაფინანსების გაორმაგების გადაწყვეტილება მიიღო. 

„ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის რეფერენტული ფასების შემოღებასთან ერთად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის, რომლებიც აქამდე იღებდნენ მედიკამენტს სახელმწიფო დაფინანსებით, ამ მიმართულებით სახელმწიფოს დაფინანსება გაორმაგდება.

„შესაბამისად დამატებითი ჯგუფები გამოიყოფა, რომელსაც აქამდე არ უფინანსდებოდა, იყო გარკვეული ლიმიტები იმ ჯგუფებზე, რომელიც ფინანსდებოდა და შესაბამისად ლიმიტებიც გაიზრდება, რომ სრულად დაკმაყოფილებული იყვნენ ეს კონკრეტული ჯგუფები, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები მედიკამენტებით და ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ საერთო ამოცანის ნაწილში, რაც არის ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯიბიდან დანახარჯების შემცირება. მედიკამენტების ბიუჯეტის გაზრდა ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ გაორმაგდა სახელმწიფო დაფინანსება და დამატებითი ჯგუფები დაფინანსდებიან მედიკამენტების ნაწილში“, - აცხადებს ღუდუშაური. 

რაც შეეხება ფარმაცევტული კომპანია „პეესპეს“ საქმეს, ილია ღუდუშაურის თქმით, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება და იმის ცოდნა, რომ თურქული მედიკამენტი ხარისხიანია. 

მისივე თქმით, თურქული მედიკამენტების დისკრედიტაცია დიდად მოქმედებს მოსახლეობის ჯიბეზე.

„იცით, რომ არსებობს ცხელი ხაზი ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში შემოდის ის შენიშვნები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იღებს, ესეც იყო კონკრეტული შემთხვევა, რამდენიმეჯერ დაფიქსირდა, რომ კონკრეტული ფარმაცევტი მედიკამენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებისას მიზანმიმართულად ახდენდა მყიდველის მოტყუებას. შეთავაზება ხდებოდა შემდეგნაირად რომ „გნებავთ იაფიანი, უხარისხო თურქული მედიკამენტი თუ კარგი ხარისხის ევროპული მედიკამენტი“, რომელიც ხშირ შემთხვევაში 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. 

შემთხვევას მოჰყვა რეაგირება, თუმცა სამწუხაროდ, ყველა შემთხვევის შესახებ არ შემოდის ინფორმაცია და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რომ თურქული მედიკამენტი არის ხარისხიანი. თურქული მედიკამენტების დისკრედიტაცია დიდად მოქმედებს ჩვენი მოსახლეობის ჯიბეზე. პრემიერის განცხადება უკავშირდება იმას. რომ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, რომ თურქული მედიკამენტები არის ხარისხიანი და საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება იმ დაშვებით, რომ თურქული მედიკამენტი არის ძალიან მაღალი ხარისხის“, - დასძინა ილია ღუდუშაურმა.