პოლიტიკა

კახა კალაძე: ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ილუმინაციები 10 დეკემბერს აინთება

თბილისის მერი კახა კალაძე
1638250035
დაკოპირებულია

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს განაგრძობს. ამჟამად სამონტაჟო სამუშაოები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

„საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ნაძვის ხე აეწყობა. 10 დეკემბრისთვის მინდა, რომ ნაძვის ხე და ზოგადად, ქალაქში ილუმინაციები აინთოს. ძალიან ლამაზი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორც ყოველთვის. გარდა ამისა, თბილისის მოსახლეობას და არამარტო, ასევე, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს, ჩამოსულ სტუმრებს სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით. იქნება საახალწლო სოფელი, სადაც არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება დროის
სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა კონცერტებით, გასართობი პროგრამით, საბავშვო ღონისძიებებით. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ მძიმე, ორწლიანი პერიოდის შემდეგ, რაც პანდემიას ვებრძვით და ეს ბრძოლა ისევ გრძელდება, საზოგადოებას მივცეთ განტვირთვის საშუალება. ახალი წელი არის ახალი იმედების, სურვილების, სიკეთეების მომტანი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა გავატანოთ წარსულს და ახალი იმედებით უნდა შევხვდეთ ახალ 2022 წელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე 30 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. ამ მიზნით ჩაიკეტება პირველი რესპუბლიკის მოედანი და ავტომანქანების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. 
1642534014
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასურველია, რომ კოვიდვაქცინით აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლონ. 
1642531011
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. 
1642534942
დღიური

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, კიდევ ერთი „პანდემია“ და ღამის ბახმ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში...
ახალგაზრდა „ენ-ჯე-ო-შნიკმა“ გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა“, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 
„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)
სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.