მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა - იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ რადიო „პალიტრას“ ეთერში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მთავარი „დამსახურებაა“ ის, რომ ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული. 

იაგო ხვიჩიას შეფასებით, „10 წელია არც წინ წავსულვართ და არც უკან“. 

ამასთან, ხვიჩია მმართველი გუნდის ნეგატიურ ქმედებაზე საუბრობს და ამბობს, „ყველაზე ცუდი ამბავი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა ეს არის, ის რომ ადამიანების თავისუფლების შეზღუდვებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო“.

„ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა ალბათ არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ 2012 წელს რა ფულიც გვქონდა, ის ფული გვაქვს ახლა. მათი მთავარი „დამსახურებაა“ ის, რომ ერთ ადგილას ვართ გაჩერებული. 

ეკონომიკურ ზრდას შეხედეთ. შეხედეთ რამდენი გვქონდა იმ დროს და რამდენია დღეს. სადაც ვიყავით, ისევ იქ ვართ. 10 წელი არც წინ წავსულვართ, არც უკან. ჩვენი ეკონომიკა საერთოდ არ გაზრდილა. შეიძლება ვიღაც გამდიდრდა, მაგრამ ქართველი ხალხი არ გამდიდრებულა. ჩვენ აბსოლუტურად იმავე მდგომარეობაში ვართ, რა მდგომარეობაშიც აქამდე ვიყავით. 

ყველაზე ცუდი ამბავი, რაც „ოცნებამ“ გააკეთა ეს არის, ის რომ ადამიანების თავისუფლების შეზღუდვებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. „ქართული ოცნების“ მთავარი დამსახურებაა ის, რომ მთელი პროცესი უკან მიდის და ყველა დარგში შემოდის რეგულირება. 

გასაგებია, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა რომ გვაქვს, ეს მიღწევაა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა, მაგრამ თუ ზოგადად ვაფასებთ, ყველაზე კარგი კრიტერიუმი ქართველი ხალხი რამდენად გამდიდრდა, ამის შეფასების კრიტერიუმი არის ალბათ ყველაზე კარგი. ამ თვალსაზრისით ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით“, - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“

🔴 უკრაინელებმა კიდევ 370 ოკუპანტი გაანადგურეს - ჯამში რუსეთმა უკრაინაში 60 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

🔴 მობილიზება კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას - Politico

🔴 სომხებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანული მხარე