მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხაბე, გეტყვი ძმაო! იმ 17 კაცში 15 უარს ამბობს შენს არჩევაზე და ის 2 თავს იკავებს, რატომ? არ ვიცი, გაარკვიე“ - ირაკლი ზარქუა

ირაკლი ზარქუა, ლევან ხაბეიშვილი

„ხაბე, გეტყვი ძმაო! იმ 17 კაცში 15 უარს ამბობს შენს არჩევაზე და ის 2 თავს იკავებს, რატომ? არ ვიცი, გაარკვიე“, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს.

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარეობა სურს. 

„ვუსმენ რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთებით „ხაბეს“ გამოსვლა იყო მგრძნობიარე. უგრძნია ტიპს, უგრძნია, რომ თავის პარტიებში ცვლილებები იწყება, მათ ლიდერს აგდებენ ან მიდის. ახლა ჰგონია ქულებს დაიწერს, 17 კაცი შემორჩა პარტიაში, ჰგონია მერე თავმჯდომარედ ხაბეს აირჩევენ, ერთ ამბავშია. გომელაურს ლანძღავს.

გომელაურის და ლილუაშვილის დამსახურებაა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არის სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ ხდება პროვოკაციები. ამ ადამიანზე ამბობს ამ სიტყვებს! ვინ? - ხაბე, რატომ? - იმიტომ, რომ თავი  გამოიჩინოს, როგორც რადიკალი. ხაბე, გეტყვი ძმაო! იმ 17 კაცში 15 უარს ამბობს შენს არჩევაზე და ის 2 თავს იკავებს, რატომ? არ ვიცი, გაარკვიე“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ადრე ყმები იყავით, ახლა მონები გახდით - ალა პუგაჩოვა კრიტიკოსებს პასუხობს

👉 მოუწევთ სააკაშვილთან ექსპერტის დაშვება, სხვა შემთხვევაში ადეკვატური იქნება ჩვენი რეაგირება და ადეკვატური რეაგირება რა შეიძლება გახდეს, ამას დავინახავთ - ნიკა მელია

👉 თუ ისევ უნდა გავაგრძელოთ ევროპის გინება და შეურაცხყოფა, ის მაინც გვითხარით, რა წიგნებს კითხულობთ ევროპაზე? - იაგო ხვიჩია

👉 დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა - ალეკო ელისაშვილი

👉 „რუსეთს როცა გაუსწორდება, წამოგარტყამს თავში და გააკეთებს იმას, რაც უნდა“ - ზურაბ ჯაფარიძე