მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კიევში ვიმყოფები, აქ დიდი თუ პატარა დაინტერესებულია ერთი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს მდივნის, კობა ნაყოფიას განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომა 11 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

მისი თქმით, გაკვირვებულია თანაპარტიელების სიჩქარით. ის გულისხმობს, ლევან ბეჟაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს, რომელმაც პოლიტსაბჭოს მოწვევა მოითხოვა.

„მე ახლა ვიმყოფები კიევში, აქ უკრაინაში, დიდი თუ პატარა, და განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტა დაინტერესებულია ერთი მთავარი საკითხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება და უარესდება. აქ ყველა სვამს მხოლოდ ამ კითხვას და ეს არ არის მხოლოდ კითხვის დასმა, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. ამ ფონზე, მე ცოტა გაკვირვებული ვარ ჩვენი კოლეგების სიჩქარით“, - განაცხადა ნაყოფიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე

👉 „ფარდას რაღაცებს ავხდიო, რომ ამბობს, რას უნდა ახადოს, პარტიის შიდა ამბებს? ანუ პარტიაზე უნდა იჭორაოს?“ - პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიაზე

👉 „სააკაშვილს ჩამოსვლა ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ დიდი პოლიტიკოსის სვლა იყო“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სპეცოპერაცია იყო, ის შეიტყუეს“ - ლიზა იასკო

👉 თუ რამე მოხდება და ჩვენმა ქვეყანამ ვერ გაიმარჯვა, პრეტენზიები ყველასთან ექნებათ, ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვიქნებით - ოლგა სკაბეევა