მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების წევრი, 2020

„სახალხო დამცველისთვის მიხეილ სააკაშვილი „ნესტან-დარეჯანია“, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნინო ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი არის ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას და იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხსნის, მაგრამ შეიძლება სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე სხვა ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. ბუნებრივია, იგივე ინტერესი აქვთ მიხეილ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაცობა“ არის სირცხვილი.

„ნაცობა“ არის სირცხვილი. როდესაც შენ გქვია უფლებადამცველი, არასამთავრობო გქვია, ან სახალხო დამცველი და ლობირებ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კლავდა, აწამებდა, ბიზნესს არეკეტებდა, მედიას ართმევდა კერძო მესაკუთრეებს, ტერიტორიებს აბარებდა, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა  კობახიძემ. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა